
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეს უფროს შვილს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დაიბადა ბრუკლინში. თავიდანვე საუბრობდა ორ ენაზე.
8 თვის იყო რომ იფრინა პირველად და იმის მერე სამ ქვეყანაში ცხოვრობდა. აქვს ოქროს გული, ყავს ბევრი მეგობრები, წამში ითვლის რამდენია 928392+20389201 და გიჟდება ფეხბურთზე.
კაკაბა 14 წლის გახდა დღეს. მაგრად იყოს ჩვენთან ერთად“, – წერს ანა დოლიძე.






















