19:51 | 2020-08-27 ავტორი: Prime Time

აქვს თუ არა ბოდიში მოსახდელი „ნაცმოძრაობას“?! – პარტიაში განმარტებებს აკეთებენ

აქვს თუ არა ბოდიში მოსახდელი „ნაცმოძრაობას“?! –  პარტიაში განმარტებებს აკეთებენ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შვიდი წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომების გამო, საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

 

„გაოცებული ვუყურებ ამდენ ღალატს და ამდენ არაკეთილგონიერს“ - თაკო ჩარკვიანი „ნაცმოძრაობაზე“
2020-08-27„გაოცებული ვუყურებ ამდენ ღალატს და ამდენ არაკეთილგონიერს“ - თაკო ჩარკვიანი „ნაცმოძრაობაზე“

 

იზირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას შეცდომების დაშვებასთან დაკავშირებით და აქვს თუ არა პარტიას ბოდიში მოსახდელი? – ამ საკითხზე სასაუბროდ „პრაიტაიმმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომენ გოცირიძეს მიმართა:

 

„თუ ავწონით იმ საქმეებს, რაც გაკეთდა და შეცდომებს – მათ თემიდას სასწორდე დავდებთ, რომელიც მართლმსაჯულების სიმბოლოა, სასწორი იქნება გადმოყირავებული ათასჯერ მეტად იმედნი რამ გაკეთდა.

 

ფაქტობრივად, ქვეყანაში 14 ლარინაი პენსი იყო და კორუფციაში ჩამხრჩვალი, ეკონომიკრად განადგურებული საქართველო, საიდან ამოვიდა, ხედავთ.

 

ამავე დროს, იყო, რა თქმა უნდა, დაშვებული შეცდომები, განსაკუთრებით ძალოვან ბლოკში, ამ შეცდომების თაობაზე „ნაციოანლურ მოძრაობაში“ ყველა საუბრობს. ეს შეცდომები კიდევ უფრო მეტად  არის გააზრებული. ის, რომ შეცდომებზე საწალა შეიძლება, ეს არის ძალიან თამამი და მისასალმებელი განცხადება“,- განაცხადა გოცირიძემ.

 

ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება.

 

სააკაშვილის მიმართვას „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა.

 

ბოკერიას თქმით, თუ ენმ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგენს, კოალიციას ვერ შექმნიან

 

ავტორი: Prime Time

X