
“გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონურია “თუ გადარჩი კი”- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი,პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის პოსტს, რომლის თქმითაც კოვიდგატანილ ადამიანს უფრო მეტი იმუნიტეტი აქვს ვიდრე ვაქცინირებულ პირს.
კულუმბეგოვის თქმით, რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3 – ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს)
“ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით ისაა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული “,- წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის პოსტი, რომელიც ლევან რატიანმა გამოაქვეყნა, რამდენიმე საათში წაშალა, თუმცა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების და კოლეგების კრიტიკა მაინც დაიმსახურა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















