18:47 | 2020-07-10 ავტორი: თეონა ყაჭიური

„არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის გუნდში იქნება“ – კალათბურთის ეროვნული ნაკრები თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს

„არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის გუნდში იქნება“ – კალათბურთის ეროვნული ნაკრები თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები კაპიტან თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს.  ეროვნული ნაკრები ამასთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს. ერვნული ნაკრები თორნიკე შენგელიას წარმატებებს უსურვებს.

 

„დარწმუნებულები ვართ, როგორც აქამდე იცავდა, ისევე დაიცავს თორნიკე ქართული ერის და ნაკრების ღირსებას.

 

ყველამ ვიცით, როგორი პატრიოტია იგი თავისი ქვეყნის, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის გუნდში იქნება. ამიტომ ყველას ვთხოვ თავი შევიკავოთ არაკორექტული კომენტარებისგან. მას ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და სადაც არ უნდა იყოს ასეთად დარჩება“,- ამბობენ ეროვნულ ნაკრებში.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა თორნიკე შენგელიას!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა თორნიკე შენგელიას!

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on პარასკევი, 10 ივლისი, 2020

 

ცნობისთვის, კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

თორნიკე შენგელიას ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და თქვა, რომ მსგავსი საქციელი მისთვის მიუღებელია.

 

თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამაც.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X