17:40 | 2020-04-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

არ არის გამორიცხული, ბავშვებში ეს სინდრომი კოვიდს გამოეწვია – თენგიზ ცერცვაძე კავასაკის მსგავს სინდრომზე

არ არის გამორიცხული, ბავშვებში ეს სინდრომი კოვიდს გამოეწვია – თენგიზ ცერცვაძე კავასაკის მსგავს სინდრომზე

დიდ ბრიტანეთში ბავშვები ავადდებიან იშვიათი სინდრომით, რომელიც, შესაძლოა, CoVid-19-თან იყოს დაკავშირებული. სიმპტომთა ეს კომბინაცია მოიცავს ტკივილს მუცელში, ასევე, ჩივილებს კუჭ-ნაწლავსა და გულზე.

 

NHS-ის თანახმად, სინდრომი ხასიათდება როგორც ტოქსიკური შოკის, ისე ატიპური კავასაკის დაავადების მსგავსი/საერთო სიმპტომებით და სისხლის მონაცემები შეესაბამება მძიმე ფორმებით მიმდინარე CoVid-19-ის შემთხვევათა მონაცემებს. 

 

კავასაკის სინდრომი მწვავე დაავადებაა ცხელებით, რომელიც სისხლძარღვებს აზიანებს.

რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში – მიუმართავთ თუ არა მსგავსი ნიშნებით პაციენტებს საავადმყოფოში და რამდენად კავშირშია ახალი სინდრომი CoVid-19-თან?

 

ამ საკითხზე „პრაიმტაიმი“თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა.

 

„საქართველოში საკმაოდ ბევრი კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი გვყავს. კიდევ ერთხელ გადავხედეთ და არცერთ ბავშვს კავასაკის მსგავსი სიმპტომი არ აღმოჩენია.

 

მათ კოვიდისთვის დამახასიათებელი ჩვეული სიმპტომები აღენიშნებათ.

 

რაც შეეხება იმ სინდრომს, რომელიც ინგლისში ბავშვებს აქვთ, არის თუ არა ის კოვიდთან დაკავშირებული, არავინ არ იცის. შესაძლოა, იყოს ან არც იყოს და უბრალოდ დამთხვევა მოხდა. ძნელი სათქმელია.

 

თუმცა, მე ამ სინდრომის კოვიდთან კავშირს არ გამოვრიცხავ.

 

იმიტომ, რომ კოვიდს ზოგადად გამოაჩნდა ისეთი თვისებები, გართულებები, რომლის შესახებაც თავიდან არ ვიცოდით.

 

მაგალითად თრომბო-ემბოლიური გართულებები და სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევები.

 

კოვიდიანი ავადმყოფების გარკვეულ რაოდენობას შეიძლება თრომბო- ემბოლიური გართულებები და საერთოდ სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევები განუვითარდეს, რაც ადრე კოვიდის ტიპურ ნიშნად არ ითვლებოდა.

 

მსგავსი გართულებები საქართველოშიც აღენიშნათ პაციენტებს. თუმცა, შემდეგ ყველას გაუარა, ვისაც ეს ჰქონდა.

 

ბავშვებში არ გამოვლენილა.

 

ზოგადად კავასაკის სინდრომს რა იწვევს ცნობილი არაა.

 

ამიტომ არაა გამორიცხული კავასაკის მსგავსი სინდრომი კოვიდსაც გამოეწვია. თუმცა, ზუსტად ვერ ვიტყვით“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ თენგიზ ცერცვაძემ.

 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
2020-04-29საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5153 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

კორონავირუსის გამო გაგამოცხადებული კარანტინის შეზღუდვები

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: ნინი ტაველიძე

X