13:31 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

არ არის პრობლემა, შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა – ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

არ არის პრობლემა, შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა – ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

თქვენც იცით, რომ არც უგულავა, არც ოქრუაშვილი და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვას.

 

ცნობილია როგორ გადანაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი საქართველოში - არჩევნები 2020
2020-05-24ცნობილია როგორ გადანაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი საქართველოში - არჩევნები 2020

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდისგან სრული მხარდაჭერა ექნება.

 

„თუ ოპოზიცა მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აქ არის ორი ვარიანტი.

 

ერთი ვარიანტია, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და მაღალი ალბათობით, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს.

 

თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა, ამ შემთხვევაში შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სამახსოვრად.

 

ოპოზიციის სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია! - არჩევნები 2020
2020-05-24ოპოზიციის სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია! - არჩევნები 2020

 

 

ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ ეს სისტემა შეიცვლება. თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება სწორედ ამ ორ პარტიას.

 

რადგან თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შანსი ახალი სისტემით – 120/30-ით.

 

ძველი სისტემით, 77/73-ით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ეს ორი პარტია პარლამენტში, რაც შეიძლება ცუდი არც იყოს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: Prime Time

X