
დაპირისპირება არის, მაგრამ ალბათ კანონიკური სამართლის ჩარჩოებში ეს მოგვარდებ, – ამის შესახებ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს და სიტუაციის განმუხტვა სინოდს შეუძლია.
“განხეთქილება ეს არის უდიდესი ცოდვა, განხეთქილება მარტო ეკლესიაში კი არა მრევლში მოხდება თავისთავად, ეკლესიიდან გადავა მრევლზე, მთლიანად ქვეყანაზე, ამას უფალი არ დაუშვებს. დაპირისპირება არის, მაგრამ ალბათ კანონიკური სამართლის ჩარჩოებში ეს მოგვარდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს არ არის ისეთი საშიშროება, რომ გაფართოებული კრება იყოს მოწვეული, სინოდსაც შეუძლია განმუხტოს ეს ვითარება.”, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ 1 აპრილს საპატრიარქოსთან აქცია გამართა და ყოველ ხუთშაბათობით აქცია დაანონსა.






















