
დაავადებათა კლონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდნენ.
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ აღდგომის პერიოდში სასაფლაოებზე გასვლასა და იქ “ჭამა-სმისგან”.
“გარკვეული რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით იქნება, მაგრამ ეს წინასწარ ყველაფერი უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან. რაც შეეხება ბრწყინვალე შვიდეულს, აღდგომის შემდგომ დღეებს, აქაც გასაგებია, რომ იქნება მოწოდება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა, მოკრძალებულად გავაკეთოთ, გავიდეთ, ჩვენს მიცვალებულებს ვცეთ პატივი ისე, როგორც გვეკადრება პანდემიის პერიოდში.”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში.






















