11:56 | 2021-11-13 ავტორი:

არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც დაიწყო „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამუშავება და არ მიიღო დადებითი შედეგი – ივანე ჩხაიძე

არ არსებობს  ქვეყანა, რომელმაც დაიწყო „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამუშავება და არ მიიღო დადებითი შედეგი – ივანე ჩხაიძე

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამუშავება და არ მიიღო დადებითი შედეგი“,- ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მწვანე პასპორტების შემოღების დაანონსების შემდეგ ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც შემთხვევითი არ არის.

 

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამუშავება და არ მიიღო დადებითი შედეგი. ჯერჯერობით საქართველოზე ალბათ ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება, მაგრამ, თუ დააკვირდებით, ბოლო 3 დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას დინამიკა არის დადებითი. ჩვენ 1 200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ 5 დღის წინ და დღეს ეს მაჩვენებელი 7 000-ზე მეტია, ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითი. დარწმუნებული ვართ, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება, იქვე მიაწერეთ რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების კლინიკებში – ნინო ჭელიძე

 

კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა

 

რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო

ავტორი:

X