22:41 | 2020-10-05 ავტორი: რუსა ღვანიძე

არ ჩავიძიროთ შიშსა და პანიკაში! – ქეთი ფარესაშვილის რჩევები მათ, ვისაც ფინანსური კრიზისი აქვს

არ ჩავიძიროთ შიშსა და პანიკაში!  – ქეთი ფარესაშვილის რჩევები მათ, ვისაც ფინანსური კრიზისი აქვს

პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ფინანსური კრისიზი და მისი გავლნა საერთაშორისო კომპანიებზე, უფრო მეტად აქტუალური ხდება. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის არაერთი ასეთი კერა ახსოვს როგორც ძველ, ასევე თანამედროვე ეპოქას.

 

კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური, თუ ფინანსური ზიანის თვალსაზრისით, აღნიშნული კრიზისის დამანგრეველი გავლენა მრავალმა ქვეყანამ გამოსცადა,

 

მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი, საკმაოდ მძიმე გაკვეთილია იმისა, თუ რამხელა დარტყმის მიყენება შეუძლია ეკონომიკური პროცესების, ტენდენციების, მოვლენების არასწორად შეფასებას.

 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ, ქვეყანაში არსებულ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, მომღერალი ქეთი ფარესაშვილი, რომელიც ამავე დროს, ინგლისური ენის სპეციალისტი და კერძო ფსიქოლოგიური სასწავლებლის კურსდამთავრებულია, „პრაიმტაიმს“, მსოფლიოში ცნობილი მწერლის, კვანტური ფიზიკის ყოფილი სპეციალისტის, ვ. ზელანდის მოსაზრებებს ეხმიანება და არსებულ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, საზოგადოებას, ფულის მოზიდვის საინტერესო რჩევებს სთავაზობს:

 

დღვანდელი ვითარების მიხედვით არსებულ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტიურად, ყველას აღელვებს, მაქვს სურვილი გაგიზიაროთ სასარგებლო მოსაზრება, რომელიც საკმაოდ დამამშვიდებელი, საყურადღებო და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისათვის.

 

მიდგომა, რომელიც უჭკვიანეს ფსიქოლოგებთან, ეზოთერიკოსბთან, ფიზიკოსებთან ამომიკითხავს, მსოფლიოში აღიარებული ცნობილი მწერლის, კვანტური ფიზიკის ყოფილი სპეციალისტის – ვ. ზელანდის მიდგომასთან თანხვედრის შემდეგ, ჩემთვის უაღრესად საინტერესო გახდა;

 

ყოველივე ამას ვიზიარებ და ვფიქრობ, თქვენც დაგაინტერესებთ!

 

მსოფლიომ, ტოტალური ტრანსფორმაციის ეპოქაში გადაინაცვლა. იცვლება ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო და რაღა თქმა უნდა, მათ შორის, ფინანსები.

 

ადამიანები საშინლად განიცდიან, თუ რას მოუტანს ფინანსური კრიზისი – ბევრს, უფულოდ და უსამსახუროდ დარჩენის ეშინია და ეს ბუნებრივიცაა.

 

კაცობრიობის ერთადერთი ძირითადი შიში, ეს არის ფულისა და საკვების ნაკლებობა. ადამიანები, რომლებიც სამ განზომილებიან სივრცეში ცხოვრობენ, მიზანმიმართულნი არიან, რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებაზე, რაც შესაძლებელია მეტ მატერიალურ დოვლათზე, წარმატების ატრიბუტებზე და საკუთარი ფულის დევნაში, ადამიანი, სრულიად ივიწყებს საკუთარ თავს.

 

ჩვენ დაგვავიწყდა ვინ ვართ სინამდვილეში და უკვე თავად კი არ ვმართავთ ფულის ენერგიას, არამედ ის გვამრთავს ჩვენ. ჩვენ ვემსახურებით ფულს და ვუძღნით მას მთელ ჩვენ ცხოვრებას.

 

როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ გავიაროთ კრიზისის რთულ პერიოდში, ახალი ბედნიერი მომავლისაკენ, როგორ გადავჭრათ ფინანსური პრობლემები და ვიგრძნოთ ხვალინდელი დღის რწმენა, ამისათვის არსებობს რამოდენიმე ნაბიჯი, რომელსაც გიზიარებთ!

 

„ეს იმდენად შეუმჩნევლად ხდება, არავინ არაფერს ეჭვობს... ვიზრუნოთ ჩვენ პლანეტაზე და შვილებზე“ - ქეთი ფარესაშვილი სხვა რაკურსით
2020-07-15„ეს იმდენად შეუმჩნევლად ხდება, არავინ არაფერს ეჭვობს... ვიზრუნოთ ჩვენ პლანეტაზე და შვილებზე“ - ქეთი ფარესაშვილი სხვა რაკურსით

 

ნაბიჯი პირველი – გაცნობიერებულობა და სიტუაციის მიღება

 

პირველ რიგში აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი რაც ახლა ხდება, არ გახლავთ უბრალოდ რიგითი კრიზისი – ეს გლობალური, სიღრმისეული და გარდაუვალი ცვლილებებია, როგორც ენერგეტიკულ, ისე ფიზიკურ დონეზე.

 

რაც საუკუნეები მუშაობდა და ამონებდა ადამიანების ცნობიერებას, ყველაფერი ამ ახალ ენერგიებში ქრება, კვდება, მიდის. მაგრამ არ ღირს ამის შიში, რადგან ყველა ეს ტრანსფორმაცია ატარებს მძლავრ, პოზიტიურ, შემოქმედებით ენერგიას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, ჩვენდა სასიკეთოდ შემოვატრიალოთ და ავავსოთ ამით ჩვენი ცხოვრება.

 

ნაბიჯი მეორე – გათავისუფლება ძველი პოგრამებისაგან

 

შეუძლებელია იცხოვრო ახალ სივრცეში ძველი ცოდნით, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ნეგატიურად მოქმედებდა ჩვენზე და რომელზეც დამოკიდებულნი ვართ. იმისათვის, რომ რაც შეიძლება მარტივად გადავიტანოთ ძველი სამყაროს ნგრევა და ევოლუციის ახალ საფეხურზე გადავიდეთ, აუცილებელია უარვყოთ ძველი სცენარები და თვისებები.

 

მაგალითად, ამ ჩვეული თვისების ფულის, წარმატების დევნის მარათონში ჩაბმა – იყო მეზობელზე, სხვაზე უკეთსი, ან რაღაცასთან შესაბამისობაში ყოფნა, მიღწევა, სამყაროსთან ბრძოლის ჩვევისაგან გათავისუფლება და კონკურენციის სათავეში მყოფთა მიხედვით მოქმედება.

 

ნაბიჯი მესამე – ცნობიერების ტრნასფორმაცია

 

აუციებელია, ცნობიერების კოდირების შეცვლა, უფრო სწორად, მათი ახალ ენერგიებზე და საკუთარი ვიბრაციის სიხშირის ტალღის დონეზე ამაღლება.

 

ყველაფერი იწყება იმის გაცნობიერებით, რომ სამყარო არის უხვი და მისი სიუხვე, ყველასათვის სამყოფია. მთავარია, არ დაბლოკოთ ფულის ენერგია ჩვენში, უფრო სწორად, მისი მნიშვნელობა ზედმეტად არ ავამაღლოთ.

 

არ ჩავიძიროთ შიშსა და პანიკაში. გაიხსენეთ, იმისთვის დავიბადეთ, რომ დავტკბეთ ცხოვრებით, დავკავდეთ საყვარელი საქმით და ღიად გამოვამჟღავნოთ ჩვენი თავი ამ სამყაროში.

 

სწორედ შთაგონების, სიხარულისა და შემოქმედებითი ენერგია ამაღლებს ჩვენი რხევების დონეს. გარდასახვა და ცვლილება გარდაუვალია და დაწყებულიცაა, მაგრამ მთავარი ამოცანაა, ჩვენ სასარგებლოდ გარდავქმნათ.

 

ფულის მოზიდვა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ძველი სამყარო ინგრევა, უფრო მეტიც, ამ პერიოდს, შესაძლოა, შესაფერიც კი დავარქვათ, რადგანაც იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, ჩნდება ახალი რესურსები, რაც მხოლოდ მათ დანახვას საჭიროებს.

 

ნაბიჯი მესამე – როგორ არ უნდა შეგვეშინდეს გარდაქმნების!:

 

კრიზისის პერიოდში ფულის მიზიდვა, ფინანსების ფლობის უნარის მიზიდვის ახალი მიდგომა, ცნობიერების ახალი პარადიგმა, სადაც ადგილი არ აქვს ფულის დევნის მარათონს, მისწრაფებას იყო მეზობელზე უკეთესი, შურს, ბრძოლასა და კონკურენციას.

 

ჩვენ ახალ ენერგიებში გვამოძრავებს სიყვარული, ერთობა, ტოტალური ნდობა სივრცისა და ცოდნა, რომ სამყარო უხვია.
შეხედეთ, რა ხდება ახლა მსოფლიოში და თქვენ დაინახავთ, რომ ზოგიერთ ადამიანში ამ გარდამავლობის მომენტში, უკვე ხდება ცნობიერების გარდატეხა, იცვლება ფასეულობები და პრიორიტეტები.

 

ისინი იღვიძებენ – ადამიანები იწყებენ უფრო მეტი ყურადღების დათმობას საკუთარ თავსა და ახლობლებზე, ერთიანდებიან. ნელ-ნელა ნათლად ჩანს, რომ ლღვება ნეგატიური პროგრამები მესამე განზომილებისა, ფინანსებთან დაკავშირებით, გაყოფა, გამოყენება, კონკურენცია, შეჯიბრის ელემენტი – ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო წარმატებულია, სხვებთან რა და როგორ ხდება, მინდა გავხდე სხვაზე უკეთესი, მინდა მეტი მქონდეს…

 

გაღვიძებული ადამიანები აცნობიერებენ, რომ ასეთი რაოდენობის ნაწარმი, პროდუქტი, რომელიც ბაზარზეა შემოთავაზებული, ადამიანს უბრალოდ არ ჭირდება, არა იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ამ ყველაფერზე კრიზისის ან ფულის ნაკლებობის გამო, უბრალოდ, დიდი რაოდენობა იმისა რაც გვაქვს, არ გვჭირდება.

 

რა თქმა უნდა, არის რაღაც საგნები, რომლებიც ჩვენ გვავსებენ ან, შთაგვაგონებენ, მაგრამ არის ისეთებიც, რის გამოც ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას, ვხარჯავთ ჩვენი ძალების და ენერგიის დიდ რაოდენობას, რომ ამას ვემსახუროთ და მთელი ჩვენი ცხოვრება, ამ საგნების გარშემო ეწყობა.

 

სწორედ, მათგან განთავისუფლების დრო დადგა, მითუმეტეს, რომ ახალი დროის ენერგიები სულაც არ გვიხმობენ ფულის და მატერიალური სიკეთისგან განდგომისაკენ, როგორც ასეთი. ეს არ გახლავთ უარყოფა აყვავებისა, გაფურჩქვნისა და სიუხვისა, არც კომფორტის, არც მხოლოდ სულიერებაში წასვლის. უბრალოდ, თქვენი სულიერი განვითარების პირველ პლანზე დასმა და თქვენი შინაგანი მდგომარეობა, რომლის ტრანსფორმაციასაც თქვენ განიცდით, გარეგანად ხდება უფრო ფასეული.

 

ეს შესანიშნავი ახალი დრო, სინამდვილეში დგება, მაგრამ თავდაპირველად უნდა წავიდეს რაღაც ძველი. ჩვენი ძველი აზროვნება, ძველი სისტემა, რეალობის ძველებური აღქმა, ძველი სცენარები და პროგრამები, რომლებიც ჩვენ გვფლობდნენ. რაც უფრო მძლავრად ებღაუჭებით, მით უფრო მტკივნეული აღმოჩნდება თქვენთვის ეს პერიოდი.

 

ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ახლავე ირჩევთ ახალ ცხოვრებას! თქვენი ამოცანაა, განეშოროთ ძველ წესებს და არ იფიქროთ, რა დაემართება ფულის ერთეულს, დოლარს, როგორ შეიცვლება ფასები.

 

აუცილებელია, გააცნობიეროთ თქვენი ჭეშმარიტი სურვილები, ნდობის მდგომარეობაში მყოფი და მგრძნობიარე აღქმა რეალობისა. იმოძრაოთ იმისკენ, თუ რა გსურთ მიიღოთ ამ ცხოვრებისგან, მაგრამ გახსოვდეთ, ძველებური აზროვნებით, შიშით და კითხვით -„რა უნდა ვქნა“, თქვენ ვერსად ვერ გადახვალთ.

 

საჭიროა, გარკვეული მდგომარეობის ფორმირება, რომელიც თქვენი ცნობიერების ახლებურ განვითარების დონეზე და თქვენი ვიბრაციების სიხშირეზე აგიყვანთ.

 

მაშინ თქვენ, სულ სხვა შედეგს მიიღებთ. უნდა გაქრეს თქვენი ყველანაირი შიში და გაჩნდეს მიზანი, შთამაგონებელი, რაღაც ახლის, მშვენიერთან შეხვედრის მოლოდინი, რომ თქვენ გაიგოთ თქვენი ნამდვილი არსი, რა გსურთ სინამდვილეში, როგორი ცხოვრება, რათა გააცნობიეროთ, რომ ბევრი საგანი უკვე გამოყენებულია და მათ ნაცვლად, ახალი ენერგიები მოდის.

 

როგორც კი, თქვენ ამ სიხშირეზე აეწყობით, თქვენს წინაშე გაიხსნება სრულიად სხვა სამყარო, რომელიც ადრე არ გინახავთ, სამყარო რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, იფურჩქნებით, დაკავებული ხართ იმით რაც თქვენ გავსებთ და გახარებთ – და თან ამისათვის, თქვენს ცხოვრებაში, ფულის წყაროებს იზიდავთ.

 

ფულის მოზიდვის წესები, ცნობილი მწერლის, ვ. ზელანდის მიხედვით:

 

ფული – ეს გახლავთ ენერგია და ის არსებობს თავის წესებითა და კანონებით. იმისათვის, რომ ვისწავლოთ ფულის ენერგიის მართვა და მისი მოზიდვა ჩვენს ცხოვრებაში, აუცილებელია ამ კანონების შესწავლა და მისი გამოყენება პრაქტიკაში. მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს. თქვენთან დაიწყება დიდი რაოდენობით თანხების დინება სხვადასხვა, დროდადრო ყველაზე მოულოდნებლი ფულის წყაროებიდან. თქვენ დაძლევთ ყველა თქვენს ფინანსურ პრობლემას და გაიუმჯობესებთ თქვენს კეთილდღეობას.

 

წესი პირველი – ფული მოდის კონკრეტული მიზნისათვის. ფული თავისთავად, როგორც ქაღალდის კუპიურა ან ციფრები საბანკო ანგარიშზე, ცოტა რამეს თუ ნიშნავს, მაგრამ მათი დახმარებით, ჩვენ შევძლებთ, უსწრაფესი გზით მოვახდინოთ ჩვენი მიზნების რეალიზება. ამიტომ ფულის ენერგია უნდა იქნას მოზიდული,კონკრეტული მიზნისათვის და არა უბრალოდ იმისთვის, რომ გამდიდრდეთ. ისწავლეთ კონცენტრირება, არა თვითონ ფულზე, არამედ თქვენს მიზანზე.

 

თუ თქვენ გჭირდებათ ორი მილიონი – რისთვის? იმისთვის, რომ დახუროთ კრედიტი, კარგით და რას გააკეთებთ შემდეგ, ზღვაზე დაისვენებთ? შესანიშნავია! მაშინ ეს იქნება, თქვენი ჭეშმარიტი მიზანი. მიაქცციეთ ყურადღება თქვენს მიზნობრივ ფიქრს, თქვენ ატრიალებთ არა ორ მილიონს, არა დახურულ კრედიტს, არამედ ზღვაზე დასვენებას.

 

ზუსტად ასევე, თუ თქვენ ოცნებობთ საკუთარ, ორსართულიან სახლს ქალაქგარეთ, ღია საზაფხულო აივნით, ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რა ღირს ის. არ დასახოთ მიზნად ამ თანხის მიღება, დაისახეთ მიზნად, გახდეთ ამ სახლის მეპატრონე. თუ თქვენ დიდი ხანია გსურთ საკუთარი შემოქმედებითი სტუდია, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თანხა ამისათვის, მიმართეთ თქვენი ყურადღება თვითონ სტუდიაზე.

 

ბევრი ადამიანი უშვებს ერთიდაიგივე შეცდომას. ფოკუსირებას ახდენენ იმ ფაქტზე , რომ ოცნების განსახორციელებლად ფული არ არის… და ის მართლაც არ არის! მიმართეთ თქვენი ყურადღება თქვენს მიზანზე! იმოძრავეთ მისკენ და ფული, რომელიც არსობრივად ვლინდება, როგორც მიზნის ატრიბუტი, მოვა მისი რეალიზაციისათვის.

 

პირველ რიგში, აუცილებელია იმოძრაოთ თქვენი მიზნისკენ, მაშინ ფული ავტომატურად დაერთვება მას, როგორც მისი თანამგზავრი ატრიბუტი. შემდგომ განიზრახეთ ფორმის მიცემა და მუდმივად მოახდინეთ ამ განზრახვის ენერგიის ტრანსლირება. შეიძინეთ თვისება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ფლობთ და მოქმედებთ. თქვენს ნებისმიერ მიზანს, უნდა ქონდეს ფორმის სახე.

 

მიზნის ფორმა, ეს უკვე განზრახვაა. ხოლო განზრახვა, ეს არის გადაწყვეტილება – ფლობდე და მოქმედებდე. არ იოცნებოთ, რადგან ოცნებას არ ახასიათებს ახდენა. მას არ აქვს კოკრეტული შედეგის სახე. უმჯობესია შეადგინოთ რამოდენიმე მიზნობრივი გეგმა, რომლის რეალიზებაც, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგიყვანთ სასურველ მიზანთან.

 

წესი მეორე – აუცილებელია ფულთან უფრო მსუბუქი და პოზიტიური დამოკიდებულების ქონა. ფული ყოველთვის არის. ჩვენი სამყარო უხვია და მისი სიკეთე ყველასათვის სამყოფია. თქვენს საფულეშიც, ყოველთვის მოიძებნება გარკვეული რაოდების თანხა. თქვენ ხომ სერიოზულად არ ფიქრობთ, რომ დარჩებით ქუჩაში უსახლკაროდ, საკვების გარეშე. მაშინ რა საჭიროა ატმოსფეროს დაბინძურება, წუწუნი მაღალ ფასებზე, თითოეული თეთრის თვლა, მუდმივად ეკონომიის ხერხების ძიება?

 

თუ გაქვთ ორი კრედიტიც კი, ეცადეთ დაივიწყოთ მასზე ფიქრი, რაღაც დროის მანძილზე მაინც შეამცირეთ მისი მნიშვნელობა. როგორც კი თქვენ დაანებებთ თავს ნერვიულობას ფულის არასაკმარის რაოდენობაზე, გაქრება ბლოკები, რომლებიც არ უშვებენ ფულის ენერგიას თქვენი ცხოვრების ხაზზე. მოექეცით ფულს მარტივად, შეხვდით სიხარულით და გაეცით მსუბუქად. წარმოიდგინეთ, რომ აზარტული მოთამაშე ხართ და დღეს თუ წააგეთ კიდეც, ხვალ აუცილებლად მოიგებთ, შესაძლოა საკმაოდ დიდი თანხაც გერგოთ და გაიუმჯობესებთ თქვენს კეთილდღეობას.

 

ამიტომ, არაფერზე გაქვთ სანერვიულო! ფული არის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი, მთავარია, რომ არის და უფრო მეტიც იქნება. მიიღეთ ფული სიყვარულით, სიხარულით და ძალიან უზრულველად გაეცით, დაძაბულობის გარეშე, რაც მეტად დაიძაბებით, მით ნაკლებად მიიღებთ. არ დააგროვოთ დიდი თანხები გარკვეული მიზნის გარეშე, თორემ ყველაფერს დაკარგავთ!

 

წესი მესამე – ფულს უნდა მოვექცეთ პატივისცემით. ფული თავისებური სუბსტანციაა და მოითხოვს პატივისცემას მის მიმართ. თუ თქვენ ფულთან მოუწესრიგებელი დამოკიდებულება გაქვთ და მიიჩნევთ მას ბოროტებად, ზიზღით ხართ განწყობილი ქუჩაში ფულის პატარა ერთეულის აღებაზე, კუჭავთ კუპიურებს, მაშინ, თვითონ ართმევთ თქვენს თავს გამდიდრების საშუალებას.

 

ემეგობრეთ ფულს – პირველ რიგში შეიძინეთ ლამაზი საფულე, უმჯობესია წითელი ან შინდისფერი ან ოქროსფერი, მეორე რიგში, ხშირად დაიჭირეთ კუპიურები ხელში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მათგან ფულის ენერგიით იტენებით. მესამე რიგში – ნებისმიერ თანხას მოეპყარით მადლიერებით და პატივისცემით. მეოთხე რიგში- არასდროს გადაყაროთ მონეტები, ძველი, გაჭუჭყიანებული ერთი თეთრიც კი.

 

არის, ერთი ძალიან მძლავრი რიტუალი: შეაგროვეთ გადაგდებული, ყველასთვის უსარგებლო მონეტები, განსაკუთრებით ჟანგიანი, რომელსაც არავინ მიეკარობოდა, მზრუნველად შეინახეთ ყუთში და გაიმეორეთ ამგვარი აზრობრივი ფორმა – „თქვენ სახლში ხართ ჩემო ძვირფასო მონეტებო, მე ვიზრუნებ თქვენზე, თქვენ კი მოუხმეთ ჩემთან ფულს, მე ვზრუნავ ფულზე, ფულს კი მე ვუყვარვარ და მოდის ჩემთან“; სცადეთ და დარწმუნდით.

 

წესი მეოთხე – ფულს უყვარს წარმატებული ადამიანების ენერგია. სანამ თქვენ დადიხართ ცხოვრებაში მოღუშული გამომეტყველებით,  პრობლემების სიმძიმისგან მოკუტული, წუწნებთ პატარა ხელფასზე, ბოროტ, ბიზნეს-კონკურენტებზე და ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიურ პირბებზე, ფული, თქვენ მორიდებით გვერდს აგივლით. მაგრამ როგორც კი მხრებს გადაშლით, გასწორდებით, გაიღიმებთ და დაიწყებთ თვით დარწმუნებულ მოძრაობას თქვენს მიზნებთან, ფული დაინტერესედება თქვენით.

 

ისწავლეთ მდიდარი და წარმატებული ადამიანის მდგომარეობაში შესვლა, გაცნობიერებულად. ზუსტად ასეთ დმგომარეობაში, თქვენ დაიწყებთ სწორი ენერგიის ტრანსლირებას, რომელთანაც ფული მიიზიდება როგორც მაგნიტთან. ხოლო ხელი რომ არაფერმა შეუშალოს, თქვენს ტრანსლიაციას თვალყური ადევნეთ, აკონტროლეთ ყველა ნეგატიური აზრი, სიღარიბის მიმზიდველი ფსიქოლოგია: მაგალითად, ყველა მდიდარი ქურდია, ფული ბოროტებაა, პატიოსანი შრომით ფულს როგორ გამოიმუშავებ და ა.შ.

 

საკუთარ თავთან, გარე სამყაროსთან კეთიგანწყობილ მდგომარებაში ყოფნით თქვენ ჰარმონიული გამოსხივების ტრასლიაციას ახდენთ გარესაყმაროსთან. იქმნით თქვენს ირგვლივ ჰარმონიული რხევების სფეროს, სადაც ყველაფერი ხელსაყრელად ლაგდება. პოზიტიურ განწყობას, ყოველთვის მიყავხართ წარმატებასა და შემოქმედებასთან.

 

წესი მეხუთე – ფული მოდის მაშინ, როდესაც თქვენ კომფორტის ზონიდან გამოდიხართ. მას ვინც ცოტას ითხოვს, ცოტა ეძლევა, თუ თქვენ მზად, მხოლოდ მცირედით დაკმაყოფილებისთვის ხართ, ფული მუდმივად გვერდს აგივლით. თუ კი თქვენ უფრო მეტისათვის ემზადებით, გარდაუვალია კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მოცემულ შემთხვევაში კომფორტის ზონაში იგულისხმება – თავს აძლევთ, ან არ აძლევთ უფლებას, გქონდეთ ის მატერიალური სიკეთე, რომელიც თქვენ თქვენთვის დაიწესეთ.

 

როგორ აამაღლოთ დონე – თქვენს თავს უფლება მისცეთ? წადით კარგ რესტორანში, ამასთან აუცილებელი არ არის დახარჯოთ თანხა სრუყოფილი ვახშმისთვის, საწყისისთვის ჭიქა ყავაც საკმარისია. იყიდეთ ხარისხიანი ტანსაცმელი, რომელიმე ცნობლი ბრენდის. თუ მთლიანი გარდერობის გასაახლებლად საკმარისი ფული ჯერჯერობით არ გაქვთ, დაიწყეთ ერთი პატარა ნივთით, ეს იქნება პერანგი თუ მოსახვევი, მნიშვნელობა არ აქვს და დაიწყეთ მისი ტარება ყოველდღიურად.

 

საერთოდ მოიცილეთ აზრი – გამოსასვლელი და ყოვედღიური ტანსაცმელი, ყოველდღე შეიმოსეთ ისე, თითქოს დღეს არის ის განსაკუთრებული დღე. მიეცით თავს უფლება დაისვენოთ სპა-სალონში, წადით თეატრში, მიირთვით ერთი ჭიქა ძვირფასი შამპანური. ამგვარი მარტივი მოქმედებებით, თქვენ თითქოს და აცნობებთ სამყაროს „მე მზად ვარ, მინდა მეტის მიღება, მჭირდება მეტი ფული“.

 

ამით გამოიმუშავებთ არა ფულს, არამედ გადაწყვეტილებას – გქონდეთ! არავითარ შემთხვევაში თავს ძალა არ დაატანოთ, არ ატრიალოთ მიზნობრივი კადრები თავში ძალდატანებით, არ უნდა მოინდომოთ, არ გააკეთოთ ეს ზეწოლთ და დაძაბულობით, ეს ხომ ისევ ბრძოლა გამოვა. უბრალოდ ასიამოვნეთ საკუთარი თავი სადღესასწაულო აზრებით, უარი თქვით მნიშვნელოვანობაზე, შეწყვიტეთ თქვენი ომი, ომით ვერაფერს მიაღწევთ.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X