14:10 | 2021-11-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არ დაგავიწყდეთ, კოვიდის დელტა ვარიანტი დომინანტური შტამია! – ბიძინა კულუმბეგოვი

არ დაგავიწყდეთ, კოვიდის დელტა ვარიანტი დომინანტური შტამია! – ბიძინა კულუმბეგოვი

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალი ვარიანტის მთელ მსოფლიოში გავრცელების მაღალ რისკებზე საუბრობს. ​მათივე ცნობით, „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება.

„პიკაპის“ საბარგულში ჩამალული „ბაიერის“ ყოფილი ფეხბურთელი საქართველოში შემოპარვას ცდილობდა – ის მკვლელობისთვის დააკავეს
2021-11-30„პიკაპის“ საბარგულში ჩამალული „ბაიერის“ ყოფილი ფეხბურთელი საქართველოში შემოპარვას ცდილობდა – ის მკვლელობისთვის დააკავეს

თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კვლავ საყურადღებოა კოვიდის „დელტა“ შტამი.

 

„არ დაგავიწყდეთ, კოვიდის დელტა ვარიანტი დომინანტური შტამია! აიცერით!“, – წერს კულუმბეგოვი სოცქსელში.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 170 057 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 156 998 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 40.7%.

 

სრულად ვაქცინირებულია 998 613 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.0%. 29 ნოემბერს აიცრა 13 603 ადამიანი.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X