16:07 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

არ გამიგია მე სახელმწიფოს მხრიდან, რომ ტაძარში არავინ მისულიყო – მიტროპოლიტი ისაია

არ გამიგია მე სახელმწიფოს მხრიდან, რომ ტაძარში არავინ მისულიყო – მიტროპოლიტი ისაია

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია ამბობს, რომ ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.

 

მეუფე განმარტავს, რომ ეპარქიაში ღვთისმსახურება შესაძლოა დილით ჩატარდეს.

 

მიტროპოლიტი ისაია ასევე ამბობს, რომ იმ ტაძრებში სადაც წირვა-ლოცვა ღამისთევით ჩატარდება, ხალხი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და სახლებში 6 საათის შემდეგ წავლენ.

 

„ჩვენ გვყავს ჩვენი სახელმწიფო მეთაური. თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისაგან უარყოფას ქრისტესი, რაღაცნაირად ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც რომ დავუჯეროთ მათ.

 

მით უმეტეს დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, რომელსაც პანდემია ჰქვია. რჩევები, რეგულაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და შეასრულოს.

 

არ გამიგია მე სახელმწიფოს მხრიდან, რომ ტაძარში არავინ მისულიყო. ჩვენ ვიცავთ დისტანციას, გამოტანილი გვაქვს ხმის გამაძლიერებელი. თუკი ოდნავ მაიც მეტი იყო რაოდენობა ადამიანებისა, იდგნენ გარეთ.

 

სააღდგომოდ ვფიქრობ, რადგან კომენდანტის საათია, ის არ უნდა დაირღვეს. ქრისტიანები თავს დადებდნენ და წირავდნენ კიდეც, მაგრამ აქ სხვა სურათია, ეს არის ზრუნვა ჩვენთვის და მოყვასისთვის და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დილითაც შეიძლება შევასრულოთ წირვა.

 

ვფიქრობთ, რომ კომენდანტის საათის დროს არ შევასრულოთ ღვთისმსახურებაც და ჩავატაროთ დილით. ასეთი გვაქვს ჩვენ განზრახვა. პატრულის ხალხი არიან მოსული და ჩვენ გადავეცით მათ მადლობა, რომ სამსახურს ეწევიან და გვეხმარებიან წესრიგის დაცვაში“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

მეუფე ისაია მრევლს კანონის და რეკომენდაციების შესრულებისკენაც მოუწოდებს და ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

 

ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი

 

ამის შემდეგ, პაატა იმნაძემ მოქალაქეები გააფრთხილა: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ვეღარ დავითვლით კუბოებს!

 

ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

 

ცნობილია მიზეზი, რატომ არ ჩაატარა პატრიარქმა ფეხთბანვის ტრადიციული რიტუალი

ავტორი: Prime Time

X