16:17 | 2020-07-12 ავტორი: თამთა თორდია

არ გამიზრდია შვილი ისე, დანები ატრიალოს – კობა კობალაძე

არ გამიზრდია შვილი ისე, დანები ატრიალოს – კობა კობალაძე

ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის თქმით, შვილი ისე არ გაუზრდია, რომ დანები ატრიალოს.

თბილისში დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი დააკავეს
2020-07-11თბილისში დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი დააკავეს

 

 

„აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს და ამისდა მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს.

 

ის არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩემთვის უმთავრესი ის არის, რომ პრინციპში, არ არის მსხვერპლი. გამოჩნდება ყველაფერი და დამნაშავე პასუხს აგებს“, – განაცხადა „ფორმულასთან“ კობალაძემ.

 

ავტორი: თამთა თორდია

X