16:57 | 2020-03-27 ავტორი: ნინი ტაველიძე

არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას – მდინარაძე

არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას – მდინარაძე

არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება და ის რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, მაშინ არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას.

 

შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი.

 

არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ დღეს, კონკრეტულად, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არც ამას მოვერიდებით და არსებობს შესაბამისი გეგმები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X