17:28 | 2021-04-28 ავტორი: Prime Time

არ გაპანიკებთ! გაფრთხილებთ! – მაია კაჭკაჭიშვილის მიმართვა

არ გაპანიკებთ! გაფრთხილებთ! – მაია კაჭკაჭიშვილის მიმართვა

მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლე მაია ოშხარელის ფოტოს აქვეყნებს და საკუთარ ოჯახურ ტრაგედიასაც იხსენებს.

 

გთავაზობთ მომღერლის ემოციურ პოსტს უცვლელად:

 

„ბოდიშს ვიხდი ნეგატივისთვის. არ გაპანიკებთ! გაფრთხილებთ! სრულიად ჯანმრთელი ქალბატონი! აღარ არის ხუმრობის დრო! ეცადეთ ყველა წესი საგულდაგულოდ დაიცვათ!! პირადად ჩემს ოჯახსაც დაატყდა თავს ეს ტრაგედია და ერთ კვირაში 2 უსაყვარლესი ადამიანი წამართვა. ხალხნო ძააალიან ფთხილად ვიყოთ ძალიან გთხოვთ”, – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

 

May be an image of 1 ადამიანი და ტექსტი

 

ცნობილი მოსამართლე მაია ოშხარელი კოვიდით გარდაიცვალა – ერთი კვირის წინ ვირუსს მისი ქმარი, ყოფილი პროკურორი 63 წლის ბადრი გოგლიძეც ემსხვერპლა. იგი 58 წლის იყო.

ავტორი: Prime Time

X