
ნიკა მელიასა და მისი ვაჟის ემოციური შეხვედრა პირდაპირი ჩართვის დროს დააფიქსირეს.
„ვაა, როგორ ხარ სანდრო. არ გაცივდე, გენაცვალე“, – მიმართავს პატარა სანდროს ნიკა მელია.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფალია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.






















