11:42 | 2020-12-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება… ვაქცინასაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს – ლევან რატიანი 

არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება… ვაქცინასაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს – ლევან რატიანი 

„იმისთვის, რომ ყველამ ერთად, კვლავ ვნახოთ გაზაფხული, ეს მკაცრი ზომები უნდა დავიცვათ, ვინაიდან არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება“ – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ვემშვიდობები დიდი ტკივილით - ვისზე წერს ლევან რატიანი
2020-12-24სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ვემშვიდობები დიდი ტკივილით - ვისზე წერს ლევან რატიანი

 

„თითქოს, მზის შუქზე გამოანათა ვაქცინამ, მაგრამ მასაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ეფექტურობასთან დაკავშირებით, გამოსავალთან და ა.შ. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ მკაცრი იზოლაციის პირობებში ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს.

 

ამიტომ, ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ შევხვდეთ გაზაფხულს. თუ იმის ხმის მოსმენა და დანახვა გვინდა, ვინც ძალიან გვიყვარს, ინტერნეტით ვნახოთ; ამ ეტაპზე ასე ვნახოთ ერთმანეთი, რომ გადავრჩეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X