20:12 | 2020-06-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“არ ჰგავს!” – ოტია იოსელიანის ბიუსტი მწერლის ოჯახმა დაიწუნა

“არ ჰგავს!” – ოტია იოსელიანის ბიუსტი მწერლის ოჯახმა დაიწუნა

ქართველი კლასიკოსი მწერალი ოტია იოსელიანი დღეს, 16 ივნისს 90 წლის გახდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ბიუსტის დადგმის იდეა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, გრიგოლ იოსელიანს ეკუთნის, მის დასამზადებლად კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 321,18 ლარი დახარჯულა. ბიუსტი ტენდერში გამარჯვებულმა “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” შექმნა.

 

დახარჯული თანხისა და საზეიმო განწყობის მიუხედავად უკმაყოფილებას ვერ მალავს მწერლის სახელმოზიარე შვილიშვილი, ოტია იოსელიანი, რომელმაც ბაბუის კარ-მიდამოს ახალი სული შთაბერა. მწერლის სახლ-მუზეუმის ეზოში გააკეთა მარანი, მოაწყო ეზო, დამთვალიერებელს ბევრ საინტერესო სანახავს ახვედრებს.

 

“პრაიმტაიმთან” საუბრისას ოტია უმცროსს არ დაუმალავს, რომ ბიუსტი ბაბუას არ ჰგავს, არც ხასიათით, არც ნაკვთებით და მისი მასალითაც უკმაყოფილოა.

 

ოტია იოსელიანი: – ისე ნაჩქარევად და ფართხა-ფურთხით გაკეთდა ყველაფერი, ავტორის სახელს დღესაც ვკითხულობდით. ტენდერი მოქანდაკეს არ მოუგია. თანამედროვე ტენდერების ამბავი ხომ იცით, რაღაც კომპანიამ მოიგო და კონკრეტულად ვინ შეასრულა, არ დაუსახელებიათ. ბიუსტი საკონცერტო დარბაზ “ივერიის” მოპირდაპირედ, ას მეტრში დგას.

 

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ...

 

ჩვენ ძალიან არ მოგვეწონა ბიუსტი. ვიცით, რომ ავტორს თორნიკე ჰქვია. ეს თორნიკე იმ კომპანიის უფროსია, ვინც ტენდერი მოიგო. ამ თორნიკემ კი გვითხრა, რომ მე ჩემი ხელით არ გამიკეთებიაო. მოკლედ, ასეთი უცნაური ამბავია.

 

რას უწუნებთ ბიუსტს?

 

– არ ჰგავს! ცუდი მასალაა შერჩეული და არასწორად არის დადგმული. თავიდან თიხაში იყო შესრულებული. ბრინჯაოში გადატანის დროს, რა ეფექტიც ჰქონდა თიხაში, ის დაიკარგა. დღეს გახსნისას ფოტო არ გადავუღე. ისე დგას, მთელი დღის მანძილზე ბიუსტს კონტრაჟურში აქვს სახე, ჩრდილი ადგას და სახეს ვერ დაინახავთ. ეტყობა, სპეციალურად ისე დადგეს, რომ მხოლოდ სილუეტი ჩანდეს.

 

ამ ბიუსტზე პირველ კომენტარს თქვენთან ვაკეთებ. არც მამაჩემს ულაპარაკია მასზე. ბევრს ჰგონია, რომ სვანურ ქუდს თუ დაახურავ და ჩიბუხს დააჭერინებ ხელში, უკვე ოტიაა! სვანური ქუდის დახურვა ყველას შეუძლია. მთავარი – ბაბუას ხასიათი არ არის ამ ბიუსტში. თუმცა ამ დროში და ამ სიტუაციაში გაცილებით უარესი შედეგი შეიძლებოდა მიგვეღო…

 

2020-06-16"მაყურებელთან შეხვედრა უნდა" - "მუხუცი ჯამბაზები" ტელე-ეკრანზე გადაინაცვლებს

 

სიახლეები

 

როგორც ოტია უმცროსი ამბობს, მალე “დაჩის ზღაპრების” ახალ გამოცემას იხილავს მკითხველი. მწერლის შვილმა და შვილიშვილმა პანდემიის პერიოდი სასიკეთოდ გამოიყენა.

 

ოტია: – მამამ მარნის კედელი მოაპირკეთა და მოხატა. წითელი ოცხანური საფერეთი იმერული რთველი დახატა. კედელზე ღვინის ფერი გაშავდა, თუმცა კარგი ეფექტი მივიღეთ.

 

კვირის პალიტრა - ოტია იოსელიანი ...

 

გიორგი კეკელიძეს მარანი მოეწონა და თქვა, რომ ერთი კარგი ღვინის თემატიკის ბიბლიოთეკას იმსახურებსო. მალე ჩამოვალ და ამ საქმეს შევუდგეთო, მითხრა.

 

უკანა ეზოში იმერულ ოდას ვაშენებთ. სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ხალხს ჩვენთან ჩამოსვლა, კონსულტაციების მიღება და ქართული ნატურალური პროდუქტების – თაფლის, ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ.

 

ვერც კი ხვდები, აქ იყო თუ სიზმარს გამოჰყვა -  რატომ დასახლდა გიორგი კეკელიძე დუშეთში
2020-06-16ვერც კი ხვდები, აქ იყო თუ სიზმარს გამოჰყვა - რატომ დასახლდა გიორგი კეკელიძე დუშეთში

 

როგორი წარმოგიდგენიათ ამ ასაკში ბაბუა? ისევ ძველებურად კრიტიკული თუ ჩამტკბარი?

 

– არ მგონია ჩამტკბარიყო (იცინის). ქვეყნის მდგომარეობის შესაბამისად, არც თუ კარგი განწყობით იქნებოდა. პანდემიაზეც თავისი მიდგომა ექნებოდა. ალბათ, როგორც ჩვენ, არც ის დაიჯერებდა, რომ ასე ზედმეტად საშიშია ეს ვირუსი. მიუხედავდ იმისა, რომ ეწეოდა, ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარი იყო. ნატურალური პროდუქტებით იკვებებოდა. ალბათ, იტყოდა, ჭამეთ თაფლი და არაფერი დაგემართებათო.

ავტორი: თამარ გონგაძე

X