00:08 | 2021-07-09 ავტორი: Prime Time

„არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი კუტალაძე

„არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი კუტალაძე

რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მომღერალ ნინი ბადურაშვილს დაუკავშირა ბედი. წყვილის თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა და მალევე, სკანდალური განქორწინებით დასრულდა.

 

კუტალაძე-ბადურაშვილს საერთო შვილი, ელენე ჰყავს, რომელიც მამასთან მოსკოვში ხშირად მიემგზავრება.

 

 

მოსკოველი ბიზნესმენი სოციალურ ქსელში არც ისე აქტიურია, ძირითადად, ოჯახის ფოტოებს უზიარებს ინსტაგრამ-მიმდევრებს. ამჯერად, ირაკლი კუტალაძემ იმუნიზაციის პროცერსის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით:

 

„მეგობრებო, დღეს COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინა გავიკეთე. გულწრფელად ვამბობ, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის. მაგრამ ყველაფრის ფრთხილად განხილვის შემდეგ, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი.

 

შემხვდა ეს საშინელი ვირუსი, მქონდა ტემპერატურა, კუნთების სისუსტე, მომატებული დაღლილობა.

 

 

გამიმართლა, მაგრამ მრავალი მოსკოველისთვის, ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს მაცხოვრებლებისთვის, COVID-19 ტრაგედიად იქცა.

 

ახლა, ინფცირებულთა სტატისტიკას ვუყურებ, მესმის, რომ ვერ გავრისკავ ჩემი ოჯახის და გარშემომყოფების ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ჩემი მუშაობის სპეციფიკა გულისხმობს ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციას. წინ ბევრი სამუშაოა და აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნება! არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის შეჩერება, დიდწილად, ჩვენზეა დამოკიდებული. ჯანმრთელობა ყველას! იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე!“, – დაწერა კუტალაძემ Instagram-ზე“.

 

 

ირაკლი კუტალაძემ განქორწინების შემდეგ ირინა შინკარევასთან ახალი ოჯახი შექმნა. წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავთ.

 

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი მესამე შვილს ელოდება, თუმცა ოჯახი ოფიციალურად არ ადასტურებს.

 


 

 

ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X