
არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, უბრალოდ მთავარია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე ვიყოთ უფრო ყურადღებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ იმ თემებს, რასაც ზოგადად დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი რჩევები, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებს, სადაც ბევრი ხალხია. ჰიგიენას განსკუთრებული ყურადღება დავუთმოთ, ძალიან ხშირად დავიბანოთ ხელები. რა თქმა უნდა, მეგობრებთან, ადამიანებთან შეხვედრისას, არაა უცილებელი ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა და ა.შ. დროებით შევაჩეროთ ეს. არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, უბრალოდ მთავარია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე ვიყოთ უფრო ყურადღებით”, – განაცხადა კალაძემ.























