11:10 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! – ბიძინა კულუმბეგოვი ძალადობის იდეოლოგების დასჯას მოითხოვს

არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! – ბიძინა კულუმბეგოვი ძალადობის იდეოლოგების დასჯას მოითხოვს

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„No Justice, No Peace” – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ჩვენ ამ ქვეყნის შვილებს გვინდა მშვიდობა და განვითარება, რომლისკენაც გზა მხოლოდ სამართალზე გადის.

 

ყველა დამნაშავე და ძალადობის იდეოლოგი სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს,“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X