
ცნობილი პიანისტი და პარლამენტარი, ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთ გადაცემაში ხატია ბუნიათიშვილის შესახებ საუბრობს.
როგორც ელისო ბოლქვაძე ამბობს, მას ხატიასთან კონტაქტი არ აქვს და არც ამისი სურვილი გააჩნია.
მისი თქმით, მან თბილისში ჩამოიყვანა თავისი მენტორი, რომელმაც მუსიკალურ ათწლედში რამდენიმე ბავშვს მოუსმინა, მათ შორის იყვნენ ხატია ბუნიათიშვილი და მისი და. ბოლქვაძის განცხადებით, მის მიერ ჩამოყვანილმა მაესტრომ ბუნიათიშვილები შემდეგ ავსტრიაში, მისი ხელშეწყობით წაიყვანა.
„კონტაქტი არ მაქვს. მაგრამ მას რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა. პირადულიც და არა პირადულიც. არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე. მაშინ არც „ლირა“ და არც არაფერი არსებობდა“, – განაცხადა ბოლქვაძემ.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები























