12:25 | 2021-07-25 ავტორი: Prime Time

არ მეშვება ეს ადამიანი – ვისზე წერს ნიკა მელია

არ მეშვება ეს ადამიანი – ვისზე წერს ნიკა მელია

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით,ექს-პრემიერ გახარიას ურჩევნია კენჭების სროლის ნაცვლად კენჭი იყაროს.

 

„არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მახსენებს მე და ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი. ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს. როგორც ჩანს, მისთვის მე წარმოვადგენ სამიზნეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ  ნიკა მელიას დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენა „ქართული ოცნების” „უსუსურობას” დააბრალა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X