14:58 | 2021-12-14 ავტორი: Prime Time

არ მგონია, ლევან რატიანი მინისტრობისთვის მზად იყოს – თენგიზ ცერცვაძე

არ მგონია, ლევან რატიანი მინისტრობისთვის მზად იყოს – თენგიზ ცერცვაძე

მას შემდეგ, რაც ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ადგილი ამ დრომდე თავისუფალია.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის კანდიდატურად ლევან რატიანი, ნინო კობახიძე და არჩილ თალაკვაძე განიხილებიან.

 

მომავალ ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს თენგიზ ცერცვაძესაც.

 

„ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში მაჩვენებელი 10 000 გადააჭარბებს - ბიძინა კულუმბეგოვი
2021-12-14„ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში მაჩვენებელი 10 000 გადააჭარბებს - ბიძინა კულუმბეგოვი

 

„ლევანი მეგობარია ჩემი და მხარს დავუჭერ როგორც მეგობარს, მაგრამ არამგონია, რომ ის ჯერ მინისტრობისთვის მზად იყოს. ნინა კობახიძეს არ ვიცნობ“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ის საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ავტორი: Prime Time

X