23:05 | 2020-07-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არ მგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო… ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების – ანა გაბეჩავა

არ მგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო… ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების – ანა გაბეჩავა

მე მართლა არ მქონია 112-ში დარეკვის მცდელობა, გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა ისეთია ჩემი მხრიდან, ჩემს დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებს პოლიცია გამოვუძახო და ვინმე წაიყვანონ… – ამის შესახებ საბედისწერო ღამის იუბილარი, ანი გაბეჩავა „შაბათის ფორმულას“ ეთერში საუბრობს.

 

„პირველი ჩხუბისას შეიძლება, რაღაც ისეთი მომენტი ყოფილიყო, რომ დალიეს და ნასვამები იყვნენ, გულში ჩაიდეს ალბათ (DJ-ის ეპიზოდი), აგრესია იყო ერთმანეთის მიმართ აშკარად და მერე დალევის შემდეგ გაახსენდათ, ალბათ, და მაგაზე დაიწყეს. მე მართლა არ მქონია 112-ში დარეკვის მცდელობა, გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა ისეთია ჩემი მხრიდან, ჩემს დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებს პოლიცია გამოვუძახო და წაიყვანონ…

 

საბედისწერო ღამის მეორე დღეს გაბეჩავას ოჯახის წევრებსა და ნახალოვკელებს შორის წერეთელზე შეხვედრა შედგა
2020-07-18საბედისწერო ღამის მეორე დღეს გაბეჩავას ოჯახის წევრებსა და ნახალოვკელებს შორის წერეთელზე შეხვედრა შედგა

 

რაღაც ისეთი იყო, რომ ჩემგან არ გამოდიოდა და არც მიფიქრია იმიტომ, რომ არ მეგონა, თუ ასე გაგრძელდებოდა ყველაფერი. რომ მეფიქრა, აუცილებლად დავრეკავდი. არ მგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო. ნაქირავები სახლის ბრალიც არ ყოფილა. ეს უბრალოდ ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების”- ამბობს გაბეჩავა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X