
რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში COVID 19-ის გავრცელების კუთხით, ამ თემის ირგვლივ აფხაზმა ნიზფა არშბამ „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტი ამბობს:„მე მართლა არ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ საქართველოში სამკურნალოდ ჯადოქრებივით უნდა დავწვათ კოცონზე ან დავხვრიტოთ“
„ალბათ ბევრს არ მოეწონება აფხაზეთში, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად ასე მიმაჩნია: მკურნალობის სურვილი არის ინდივიდუალური.
როდესაც საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება: ახლობელი ადამიანის, ოჯახის წევრის, ღმერთმა დაიფაროს, ბავშვის, ასეთ დროს, მიმაჩნია, რომ არავის აქვს უფლება, რაიმე სახით ეს საკითხი დაარეგულიროს.
მე მართლა არ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ საქართველოში სამკურნალოდ ჯადოქრებივით უნდა დავწვათ კოცონზე ან დავხვრიტოთ.
გავიმეორებ, მკურნალობა, იქნება ეს საქართველოში, რუსეთში თუ სხვა ქვეყანაში, პირადი საკითხია, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფიზიკურად საქართველოში გადმოხვიდე და ამ ცენტრს მიმართო, ამის საშუალება არ არსებობს, რადგან საზღვარი დაკეტილია.
თუ იფეთქებს ეპიდემია, ეს ადამიანები მასობრივად გადააგზავნონ საქართველოში, არარეალურია, მთავარია ის, რომ აფხაზეთის ჯანდაცვა მზად არის ებრძოლოს კორონავირუსს“, – განაცხადა ნიზფა არშბამ.






















