23:21 | 2020-06-25 ავტორი: თამთა თორდია

არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე გადაცემა „რეაქციაში“ ამბობს, რომ ოჯახს გამოძიების მიმართ ჯერჯერობით უნდობლობა არ აქვს.

 

პატრიარქის სამძიმარი  გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია
2020-06-25პატრიარქის სამძიმარი გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია

 

 

„გონივრული ვადები ყველა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის ინდივიადუალური. როდესაც გამოძიება გონივრული ფარგლებს გარეთ გადის, დამნაშავეების გამოვლენის თვალსაზრისით, ამის შემდეგ ჩნდება პროტესტიც და ეს არის სამართლიანი.

 

დღევანდელი მონაცემებით ოჯახი თვლის, რომ ჯერჯერობით ჩვენ მივდივართ გონივრულ ფარგლებში. საზოგადოება დაინტერესებულია დამნაშავეების გამოკვეთით და თქვენ წარმოიდგინეთ ოჯახი როგორ არის დაინტერესებული.

 

მე არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, რომელიც 5 თვეში გარეთ იქნება მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

მე მინდა კონკრეტული დამნაშავე, რომელიც ისე დაისჯება, როგორც უნდა დაისაჯოს.

 

საგამოძიებო ორგანოების წინაშე უნდობლობა ნამდვილად არ გვაქვს და პირდაპირ გეუბნებით, როგორც კი უნდობლობის ნატამალი გაჩნდება, გაძლევთ პირობას, რომ სულ, რომ ქვეყანა დაიქცეს თქვენ სტუდიაში მოვალ და თქვენი სტუდიიდან სათქმელს ვიტყვი”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, ლუკა შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს. 

 

ფეხბურთელი დღეს დაკრძალეს.

 

ნახეთ ვიდეო: „მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ“ – გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მეგობრებთან ერთად

ავტორი: თამთა თორდია

X