
იქნება თუ არა საკმარისი მმართველი გუნდის მხრიდან შემოთავაზება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა,- ამ საკითხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნაჩქარევად ვერ უპასუხებს.
ვაშაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი შეთანხმება არ შედგება, პარლამენტში შესვლა არ განიხილება.
„ვერ იქნება საკმარისი, არ ვიცი, ამ წინადადებაზე არც მიფიქრია, პირდაპირ გეტყვით, არ მინდა ნაჩქარევად გავაკეთო განცხადება. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა შემდეგი რაუნდის შეხვედრა, სადაც დეტალურად მოვისმენდით ამ ყველაფერს, მაგრამ ის, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მერე იქ რაღაც დადგინდეს და მერე დანიშნონ მთელი ეს პროცესი შეთანხმების, ასე ვერ მოხდება. ამოცანა არის შემდეგი – შეთანხმება უნდა შედგეს, შეთანხმება ან არის, ან არ არის. თუ შეთანხმება არ არის, პარლამენტში შესვლას არ ვიხილავთ, თუ შეთანხმება არის, რა თქმა უნდა, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას ვიხილავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „პალიტანიუსის“ ეთერში.























