15:14 | 2021-10-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„არ მინდოდა ამაზე საუბარი, არ დაგისვამს ეს შეკითხვა, მაგრამ…“ – მერაბ სეფაშვილი

„არ მინდოდა ამაზე საუბარი, არ დაგისვამს ეს შეკითხვა, მაგრამ…“ – მერაბ სეფაშვილი

ჩემი აზრით, კარგა ხანია, ცვლილებების დროა. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ასე დიდხანს ვერ გაძლებს, – ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა განაცხადა.

 

„არ მინდოდა ამ კუთხით მესაუბრა, არ დაგისვამს ეს შეკითხვა, მაგრამ რეალურად, რუსეთისკენ მივდივართ. მისულებიც ვართ, ამას ვამბობდი დიდი ხნის წინ, მაგრამ სწორად არ ფიქრობო, ჩემი ბევრი მეგობარი მეუბნებოდა და ახლა მეთანხმება.

 

ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხი ასე დიდხანს ვერ გაძლებს. ეს დაძაბულობაც უნდა ჩაქრეს, გაიმარჯვოს კოალიციამ, იმიტომ, რომ არ მოგვწონს სააკაშვილი? მოგეწონება სხვა ნებისმიერი ლიდერი, მრავლად არიან წარმოდგენილი. რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს ხალხი. ასეც იქნება, დარმწუნებული ვარ. ხშირად არ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა ამას ვგრძნობ. ხალხში დავდივარ და ადამიანებთან ურთიერთობა მაქვს.

 

მინდა, მიხეილ სააკაშვილი მხნედ იყოს. დედამ სთხოვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და არ დაუჯერა, ამას ნუ იზამს, მაგრამ ფაქტია, ამ კაცს თავი გადადებული აქვს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაძლებს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებს, ის არ არის უბრალო კაცი, მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსია“, – განაცხადა სეფაშვილმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X