19:10 | 2021-10-09 ავტორი: Prime Time

„არ მოვკვდი ემიგრაციაში.. რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ, აი, ამ ხეების დანახვა. ამ სურნელის შეგრძნება…“ – სააკაშვილის აქამდე უცნობი ვიდეო

„არ მოვკვდი ემიგრაციაში.. რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ, აი, ამ ხეების დანახვა. ამ სურნელის შეგრძნება…“ – სააკაშვილის აქამდე უცნობი ვიდეო

ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა, რომელიც სამშობლოში მისი დაბრუნების შემდეგაა ჩაწერილი.

 

„მოგესალმებით ყველას დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ აღმოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით. იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც მოვდიოდი უნდა გადაესროლათ ამ ქვეყნებში. ვითომ საქართველოს აეროპორტებში ცუდი ამინდი იქნებოდა. გადავწყვიტე ბევრად უფრო ნაკლები კომფორტული გზით, ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა.

 

ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ, აი, ამ ხეების დანახვა. ამ სურნელის შეგრძნება. თქვენ, ვერ წარმოიდგენთ, რა არის, როცა 8 წელი არ ყოფილხართ ქვეყანაში. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, მე ჩემს მიზანს მივაღწიე. მე ნამდვილად, არ მოვკვდი, არ ჩავძაღლდი ემიგრაციაში. მე ვარ ჩემს ქვეყანაში,“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა

მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს

VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს 

ავტორი: Prime Time

X