11:55 | 2021-08-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არ შეავსოთ განაცხადი! – H&M მომხმარებლებს თაღლითურ სქემაზე აფრთხილებს

არ შეავსოთ განაცხადი! – H&M მომხმარებლებს თაღლითურ სქემაზე აფრთხილებს

დილიდან ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება H&M-ის სახელით დაგზავნილი შეტყობინებები. ლინკზე გადასვლისა და გარკვეული კითხვარის შევსების შემდეგ ვკითხულობთ, რომ კომპანია 500-ლარიან სასაჩუქრე ბარათს გადმოგვცემს. ეს ყველაფერი კი 74-წლიან იუბილესთან დაკავშირებით.

 

H&M-ის ინფორმაციით, ეს თაღლითური სქემაა.

 

„არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიასთან. ყალბი გზით ცდილობენ პირადი მონაცემების მიღებას. არ შეავსოთ განაცხადი“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X