00:45 | 2021-04-10 ავტორი: Prime Time

არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია! – დეკანოზი თამაზი

არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია! – დეკანოზი თამაზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 9 აპირილს შესახებ წერს.

 

დეკანოზი საზოგადოებას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რადგან რუსეთი დღესაც ოკუპანტია.

 

“ეს უნდა ვუმეოროთ ჩვენს თავს და ჩვენს შვილებს ყოველდღე: გახსოვდეს, რომ სწორედ იმ 9 აპრილის ღამის, იგივე საბჭოთა სამხედროების ნიჩაბია და იგივე მხუთავი გაზია დღესაც ენგურში რომ გიხრჩობს შვილებს, ეზოში გიბამს მავთულხლართებს და თვალებს სთხრის შენს გოგო-ბიჭებს. ამიტომ, არ დაივიწყო 9 აპრილის ქართველთა ბრძოლა და მსხვერპლი საქართველოს თავისუფლებისთვის.

 

არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია!”, – წერს დეკანოზი თამაზი.

ავტორი: Prime Time

X