
რუსეთში ეკლესიაში წირვის დროს დეკანოზი ანდრეი ტკაჩევი რესპირატორული ნიღბით მივიდა, რითაც ეკლესიაში მრევლი გააცინა. „ნეტავ ასე იცინოდეთ ასეთ უსინდისო საძაგლობებზე მთელი ცხოვრება“, – თქვა დეკანოზმა და ნიღაბი მოიხსნა. ამის შემდეგ მღვდელმა მრევლს ურჩია, რომ ტელევიზორს არ უყურონ და „არანაირი კორონავირუსი არ დაემართებათ“.
„მე ასე მინდოდა, ასეთია ჩემი კაპრიზი. ვფიქრობ, რომ ეს ფსიქოზია. მიმიფურთხებია თქვენს ფსიქოზზე. თქვენ ეშმაკისეულებო ყველაფრის უფლება ხომ გაქვთ, მაშინ მე რატომ არ შემიძლია გავიცინო თქვენს საძაგლობაზე?“, – ასე უპასუხა დეკანოზმა ჟურნალისტებს.






















