23:40 | 2021-06-17 ავტორი: მარი ჯაფარიძე

არ ველოდი, რომ მამაჩემის პოვნა დედაჩემს დამაშორებდა… – ინტერვიუ მოსკოველ ქალთან, რომელმაც ქართველი მამა 31 წლის შემდეგ იპოვა

არ ველოდი, რომ მამაჩემის პოვნა დედაჩემს დამაშორებდა… – ინტერვიუ მოსკოველ ქალთან, რომელმაც ქართველი მამა 31 წლის შემდეგ იპოვა

გასული წლის ივლისში „პრაიმტაიმმა“ მოსკოვში მცხოვრებ იულია ბოიცოვას (ახლა უკვე ფაცია) საქართველოში მამა აპოვნინა. ყველაფერი ასე დაიწყო:

 

„დედაჩემი არის ოლგა ბოიცოვა. 32 წლის წინ, 1988 წლის იანვარ-თებერვალში, მისივე თქმით, მან აირჩია 10 წლით უმცროსი, სიმპათიური მამაკაცი, კარგი გენებით და მე გამაჩინა.

 

ეს იყო მამაჩემი. მისი სახელია ელგუჯა ფიფია. ის ქართველია, რომელიც ჯარის შემდეგ მოსკოვში ბიძასთან ერთად ჩამოვიდა, გასართობად და ტანისამოსის საყიდლად. ის მაშინ 20 წლის იყო. დედაჩემი მუშაობდა სავაჭრო ცენტრ „პერვომაისკიში“. მისი ბიძა იყო ჩემი ნათლიის, ელენას კავალერი.

 

დედაჩემსა და ელგუჯას შორის განვითარდა რომანი, შემდეგ მამა წავიდა საქართველოში.

 

როდესაც დავიბადე, 1988 წლის 1 ნოემბერს, ჩემმა ნათლიამ მამაჩემს გაუგზავნა ჩემი ფოტო და წერილი, სადაც შეატყობინა, რომ ქალიშვილი შეეძინა.

 

დედამ მითხრა, რომ მამა მასთან ქორწინების შეთავაზებით მივიდა, მაგრამ დედამ უთხრა, რომ არ უყვარდა იგი და საერთოდაც, იქნებ მე სულაც არ ვიყავი მისი შვილი. ამიტომ მამა უკან გაბრუნდა.

 

ახლა 31 წლის ვარ და გაცნობიერებულად და შეგნებულად ძალიან მინდა მამაჩემის პოვნა.

 

სამწუხაროდ, მცირე ინფორმაცია მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის 31 წლის წინ, ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობდა“.

 

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი ფიფია დაგვიკავშირდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იულია მისი შვილი იყო. თუმცა, ის, ვისაც იულია ეძებდა, აღმოჩნდა გვარად ფაცია და ელგუჯამ იოლად ამოიცნი იულიაში თავისი შვილი. მას ჰქონდა ის ფოტოც, რომელიც გოგონას ნათლიამ მამამისს გაუგზავნა.

 

მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი ქართველ მამას ეძებს - ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად
2020-07-16მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი ქართველ მამას ეძებს - ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად

 

იულიასთან და ფაციების ოჯახთან ერთად მთელი რედაქცია ვზეიმობდით, რომ მამა-შვილა ერთმანეთი იპოვა. ამ წლის მარტში იულია ქმართან და დედასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და და-ძმა, მამა და  მამის მეუღლე გაიცნო.

 

Возможно, это изображение (Guja Pacia, еда, на открытом воздухе и текст «счастье есть»)
იულია მამასთან ერთად

 

მიუხედავად იმისა, რომ იულიას დედაც ახლდა, ოჯახში არანაირი უხერხული სიტუაცია არ შექმნილა. ქალებმა ერთმანეთს გაუგეს და დამეგობრდნენ კიდეც.

 

2 დღის წინ კი იულიას დედა, ოლგა ბოიცოვა გარდაიცვალა და გოგონა ძალიან წუხს ამის გამო:

 

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხოვრება სავსეა გაურკვევლობებით და ჩვენ არასოდეს ვიცით, რა შეიძლება მოხდეს… მე არ ვიცი მომავალი, მაგრამ მე კარგად ვიცი მომენტ – „აქ და ახლა“… ძალიან მინდა, თავი დავაღწიო წუხილს, მაგრამ ჯერჯერობით, რატომღაც არ გამომდის…

 

ვგრძნობ ტკივილს, აპათიას, დეპრესიას, დანაშაულს, სტრესს, სიძულვილს, ღალატსა და იმედგაცრუებას. მე ვაღიარებ, რომ ყველა ეს ემოცია ჩემშია, ამიტომ მათ ადგილს ვუთმობ!
დღეს რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის მუცლის არეში ტკივილის შეგრძნება, რომელიც ჰგავს მოხუც ქალს, რომელიც ძალიან ცუდად არის… იგი გულწრფელად ითხოვს და მოითხოვს კიდეც, რომ ყურადღება მივაქციო და დავიწყო საკუთარი თავისადმი სიყვარული და ზრუნვა.

 

რამდენიმე დღის წინ, ჩემს სოციალურ ქსელებში შემდეგი ფრაზა დავწერე: „ამ კვირის გეგმები: მთლიანობის კონფიგურაცია. დავამუშავე ყველა კარმა და დესტრუქციული პროგრამა, რაც ხელს შემიშალა ცხოვრებაში და მამაჩემის ოჯახთან კავშირსა და ბედნიერებაში…
მაგრამ არ მეგონა და არ ველოდი, რომ მამაჩემის პოვნა დედაჩემს დამაშორებდა…

 

გუშინ დილით, 06/15/2021, 6:30 საათზე, ყველასთვის მოულოდნელად, გარდაიცვალა ჩემი საყვარელი, უსაყვარლესი და დაუღალავი დედა, ბოიცოვა, ოლგა სერგეევნა – ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების ტკივილი! ექიმებმა საავადმყოფოში შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: პნევმონია, გულის უკმარისობა და ჭარბი წონა.
ვგრძნობ ძლიერ ტკივილს, რომელიც, როგორც ჩანს, ზღუდავს ჩემს სიყვარულს მშობლების მიმართ.

 

თავს მარტო არ ვგრძნობ. არ ვგრძნობ, რომ დედაჩემი ცოცხალი აღარ არის … მე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ ამას და ნამდვილად არ მინდა ამის დაჯერება! ცრემლები არ მაქვს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ თავში ჩავიკეტე და როგორც პატარა გოგონას, უბრალოდ, არ მინდა ამის დაჯერება…
ვოცნებობდი, რომ დედაჩემი აღზრდიდა ჩემს შვილებს… მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა! ის წავიდა … აშკარად წავიდა, რომ ხელახლა დაიბადოს!

 

მე ისეთი ძლიერი სიყვარული მაქვს მის მიმართ, რომ ახლა გულწრფელად მჯერა, იმედი მაქვს და მინდა, მისი სული დამიბრუნდეს ჩემი პირველი ქალიშვილის სახით… ღმერთს ვევედრები და დედის სულს ვთხოვ, რომ ასე იყოს. უფრო მეტიც, ჩვენ ძირითადად გვქონდა ისეთი ურთიერთობა, თითქოს მე მისი დედა ვიყავი და ის – ჩემი ქალიშვილი.

ხვალ, პარასკევს, 18.06.2021, დილის 10:15 საათზე, შევხვდებით მორგში.

 

ვუსამძიმრებთ იულიას დედის გარდაცვალებას.

პ.ს. მთავარ ფოტოზე – იულია მამასთან, გუჯა ფაციასთან და დედასთან, ოლგა ბოიცოვასთან ერთად. ფოტო გადაღებულია, საქართველოში ყოფნის დროს.

 

ნახეთ სხვა საინტერესო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X