17:05 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

„არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ“ – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

„არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ“ – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ფეისბუქ-ლაივის დროს საზოგადოებას მიმართავს.

 

„ვინც ვაქცინას გაიკეთებს, მაგალითად „ასტრაზენეკას“, 6 თვის მერე უნდა გაიკეთოს ხელახალი დოზა. და ასე უნდა მოიქცეს ყოველ 6 თვეში – ამაზე არავინ ლაპარაკობს.

 

ფაიზერის“ შემთხვევაში, პირველი დოზის გაკეთებიდან 5 თვე რომ გავა, კიდევ უნდა გაიკეთოს ერთი დოზა. ანუ, ამჯერად 5-დან 6 თვემდე უნდა გაიკეთოს, 1 თვე აქვს ვადა. თუ ამ ვადაში არ გაიკეთებს ვაქცინის ერთ დოზას, მერე უკვე ხელახლა უნდა გაიკეთოს 2 დოზა.

 

ნახეთ ვიდეო

 

 

 

ამაზე ვინმე ლაპარაკობს? რომ ამბობენ მასიური ვაქცინაციაო, ვაქცინები გაქვთ ქვეყანაში?

 

კარგია, თუ ცუდი ვაქცინა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ არაა ვაქცინა. უნდა გათვალო, რომ 2 დოზას გაუკეთებ და 5 თვის მერე კიდევ უნდა გქონდეს გადანახული. უნდა იმუშაო, რომ კიდევ სხვა დოზები მოიზიდო. რაც საქართველოში ხდება, ეს აფიორაა. ჩინეთმა ხომ გვაჩუქაო, ნაგავი გვაჩუქა, წყალია ჩვეულებრივი.

 

ვინც გაიკეთა ვაქცინა, დავუშვათ „ფაიზერი“, ვინმემ გითხრათ, მესამე დოზა როდის უნდა გაიკეთოთ? ფურცელზე მითითებულია რამდენია ვაქცინაციის ვალიდურობა?

 

ეს არის არაპროფესიონალიზმი. თანამდებობებზე სხედან ბიძაშვილები, მამიდაშვილები და საყვარლები.

 

დაავადებათ კონტროლი ყველაზე დიდი ანტივაქსერია, თავისი უფროსიან-მოადგილიანად. ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მაგრამ სიმართლე ესაა.

 

ვინც კოვიდი გადაიტანა, უნდა გადათვალოთ დადასტურების დღიდან 5 თვე, 5 თვიდან 6 თვემდე, მხოლოდ ერთი დოზა ვაქცინა უნდა გაიკეთოთ და მერე კიდევ 5 თვის მერე და ა.შ. და თუ არ გაიკეთებთ ვაქცინას კოვიდის დადასტურებიდან 5-6 თვის მერე – მაშინ უკვე დაგჭირდებათ ვაქცინის 2 დოზა. არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ და რატომ არ გეუბნებიან,“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

 

მივმართავ მოსახლეობას! ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ! - გიორგი ფხაკაძის გამაფრთხილებელი რეკომენდაციები
2021-04-18მივმართავ მოსახლეობას! ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ! - გიორგი ფხაკაძის გამაფრთხილებელი რეკომენდაციები

 

 

ავტორი: Prime Time

X