
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროში შემდეგი საგანგებო მდგომარეობა დადგება და მსოფლიო მზად უნდა იყოს.
„ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სფეროში შემდეგი საგანგებო მდგომარეობა როგორი იქნება, თუმცა ვიცით, რომ იგი დადგება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
როდესაც საქმე მზადყოფნას ეხება, ჩვენი ყველაზე დიდი დაბრკოლება თავად ჩვენ ვართ. მოკლევადიანი პირადი ინტერესი საქმეს არ წაადგება.
ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი პრინციპია: მარტო არავის შეუძლია დაიცვას თავი ეპიდემიისგან და არცერთ ქვეყანას არ შეუძლია იმოქმედოს მარტო პანდემიის პირობებში“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.























