
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელი გადაცემებში „ექიმები“ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და კოვიდისტორიის მძიმე დღეები გაიხსენა.
„ეს პერიოდი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა. არ ვიცით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ტკივილი მოიმატებს, თუ შემცირდება. თუ რა ტიპის ახალ პრობლემებთან მოგვიწევს შეჭიდება. ბევრი მოულოდნელი სამწუხარო სიუპრიზი იყო… თირკმლის ზედა ჯირკვალმა საერთოდ ფუნქცია დაკარგა, საერთოდ გათიშული იყო. ვერ ვდგებოდი, ვერ ვმოძრაობდი. ხელებსაც კი, სრულფასოვნად ვერ ვიყენებდი.
დღის სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებულად ვარ. მალე ვიღლები. დღის მეორე ნახევარში ენერგია აღარ მაქვს. გარეთ ძირითადად არ გავდივარ, მაგრამ თუ მიწევს, ერთსაათიანი შეხვედრაც კი გარეთ, ჩემთვის დიდი გამოწვევაა,“- ამბობს თინა ხიდაშელი.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















