19:38 | 2021-09-29 ავტორი: რუსა ღვანიძე

„არა ომს, არა სისხლისღვრას… ნუ დაუკარგავთ ბავშვებს ბავშვობას!“ – ლევან ანჯაფარიძის გზავნილი მსოფლიოს

„არა ომს, არა სისხლისღვრას… ნუ დაუკარგავთ ბავშვებს ბავშვობას!“ – ლევან ანჯაფარიძის გზავნილი  მსოფლიოს

აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის შემდეგ, დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ პოსტტრავმულ სტრესის მდგომარეობაშია, რასაც დიდი ხნის წინ, ზიგმუნდ ფროიდმა „ომის ტრავმა“ უწოდა.

 

მრავალი თაობა აღიზარდა სირიაში, ავღანეთში, კონგოში, სომალში, რომლებმაც საგანგებო ომის მდგომარეობის გარდა, არაფერი იციან. მათი „კარიერა” იწყება ტრავმით. ომის სისასტიკეზე, უმრავი ფილმია გადაღებული, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა ეს ბავშვებს ეხება.

 

უსახლკაროდ და უდედმამოდ დარჩენილი შეშინებული პატარები ვერ ხვდებიან, რით დაიმსახურეს ასეთი სასტიკი სასჯელი…

 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი და სცენარისტი ლევან ანჯაფარიძე, ომის თემასთან დაკავშირებით, მუსიკალურ კლიპს იღებს, რომლის პრეზენტაცია ნოემბრის თვეშია დაგეგმილი.

 

მისი სცენარით გაღებული ფილმებია – „პიესა ოთხი ხელისათვის”(1989), „ორმაგი სახე”(1997), „არის ასეთი ქვეყანა”(2003), „მას საქართველო ჰქვია“ (დოკუმენტური, 2008, „მტერი ჩემი, ძმა ჩემი“ (2017).

 

ინტერვიუში რეჟისორი ამბობს, რომ კლიპის გადაღების იდეა, მას შემდეგ დაებადა, რაც ომის თემას, საკუთარი ლექსი მიუძღვნა. ლევანს გადაწყვეტილი აქვს, კლიპის გადაღების დასრულების შემდეგ, კულტურის სამინისტროს შესთავაზოს, რომ დაწესდეს ერთი დღე, როდესაც საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი აიხედავს ცაში და დაფიქრდება ამ საშინელ ომზე და იმ ტრაგედიაზე, თუ რა დღეში არიან ბავშვები ომის დროს, როგორ შიმშილობენ, იტანჯებიან და მთელ მსოფლიოს გაეგზავნოს საქართველოს მხრიდან მშვიდობის ნოტა, ამ კლიპის სახით!

 

ლევან ანჯაფარიძე – ლექსის, იდეის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მე გახლავართ, მუსიკა – კაკო ვაშალომიძეს ეკუთვნის, დამდგმელი ოპერატორი ბაქარ შარაშენიძე, დამდგმელი მხატვარი დათო საჯაია, ხოლო პროექტის პროდიუსერი, ჩემი მეუღლეა, ლელა მაქაცარია, რომელიც 15 წლის განმავლობაში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის დამდგმელი ქორეოგრაფი გახლდათ.

 

Возможно, это изображение (1 человек и на открытом воздухе)

 

მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია მიუზიკლი „ფიროსმანი“, 300 -მდე კონცერტის ავტორია. ამჟამად, კონფლიქტური რეგიონების საერთაშორისო ფონდში საქმიანობს. 2017 წელს ერთად გადავიღეთ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – „მტერი ჩემი, ძმა ჩემი“, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტს ეხება.

 

მთელ მსოფლიოში დაუსრულებელი ომებია, სადაც არ უნდა გადართო ტელევიზორი, ყველა არხზე სისხლი, ტანკები, ომი და აფეთქებებია. ვიფიქრე, ეს ადამიანები, რომ ხშირად  ზეცაში იყურებოდნენ, ამდენი უბედურება აღარ მოხდებოდა-მეთქი.

 

ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ძმების უცნობი ისტორიები - „ნიჭიერი ერი ვართ და სადაც ჩავდივართ, ყველგან ვიმკვიდრებთ ადგილს“
2021-07-21ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ძმების უცნობი ისტორიები - „ნიჭიერი ერი ვართ და სადაც ჩავდივართ, ყველგან ვიმკვიდრებთ ადგილს“

 

მომივიდა მუზა და ომის თემაზე, ლექსი დავწერე. პირველად, ჩემ მეუღლეს წავუკითხე, ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ, ვერსია მუსიკოს კაკო ვაშალომიძეს მივაწოდე, რომელიც ძალიან დაინტერესდა.

 

ლელა მაქაცარია – ლევანის იდეა „არა ომს“, შევიტანეთ კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსზე (მუსიკოსების, მწერლებისა და სხვა თავისუფალი ხელოვანების ხელშეწყობა), სადაც გავიმარჯვეთ და პროექტი დაფინანსებულ იქნა.

 

ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი გახლვთ, სადაზღვევო კომპანია „არდი“, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და გარანტად ჩაგვიდგა კულტურის სამინისტროსთან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით!.

 

Возможно, это изображение (3 человека, в том числе Lela Makatsaria, люди стоят и на открытом воздухе)

 

მუსიკალური კომპოზიცია, თითქმის დასრულებულია, ჩვენ უკვე დავიწყეთ კლიპის გადაღებები.

 

ბ-ნო ლევან, ლექსის ერთ სტროფს ხომ არ გაიხსენებდით, რომ წარმოდგენა ჰქონდეს მკითხველს?

 

ყველაზე მნიშვნელოვანს გავიხსნებ – „ახედე ცას, არა ომს, არა სისხლისღვრას, ახედე ცას, არა ომს არა კაცისკვლას, ახედე ცას, არა ომს არა წამებას, ნუ დაუკარგავთ ბავშვებს ბავშვობას!“…

 

Возможно, это изображение (12 человек, люди сидят, люди стоят и на открытом воздухе)

 

ამიტომაც მოხდა, რომ ქასტინგზე ბავშვები დავიბარე, გადაღებულია ერთ-ერთი ეპიზოდი ბავშვებთან ერთად, გადაღებული მასალა ვნახე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

 

აფხაზეთის ომის თემაზე, ფილმიც გაქვთ გადაღებული…

 

კონფლიქტური რეგიონების საერთაშორისო ფონდს „და იქმნა ნათელი“, რომლის პრეზიდენტიც მე გახლავართ, „ქართულ ფილმთან“ ერთად გადაღებული გვაქვს ფილმი – აფხაზეთის ომთან დაკავშირებით „მტერი ჩემი, ძმა ჩემი“.

 

საკმაოდ მძიმე ფილმია, რომელიც მთელ კავკასიაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს და ძალიან ხშირად გადის, სხვადასხვა ტელე სივრცეში – არა მარტო საქართველოს, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

 

Нет описания фото.

 

მუსიკალური კლიპი – „არა ომს“, ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს ეხება, ოღონდ, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ომის თემებით შემოვიფარგლებით. ომის შედეგად, უამრავი ბავშვი დაობლდა და დახეიბრდა, ამას რომ ვხედავ, ძალიან განვიცდი..

 

Возможно, это изображение (3 человека, люди стоят и на открытом воздухе)

 

ომი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა – საბედნიეროდ, ბევრი ასეთი მოიძებნება მსოფლიოში და ჩვენც, მათ მივმართავთ!

 

დღევანდელი საქართველო, რომელსაც ტერიტორიების 20% აქვს წართმეული, იმდენად ტოლერანტული ქვეყანაა, რომ მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესიაც ერთ ტერიტორიაზეა მოქცეული.

 

სწორედ, ასეთი ქვეყნის შვილები გამოვდივართ იდეით და მივმართავთ მთელ მსოფლიოს სიტყვებით – „არა ომს, არა სისხლისღვრას!“.

 

Возможно, это изображение (1 человек и на открытом воздухе)

 

ომი დიდ ტრავმას ტოვებს, როგორც ბავშვზე, ასევე ყველა თაობის ადამიანზე…

 

რასაკვირველია, ველოსიპედს რომ უყიდი პატარას, მთელი ცხოვრება ამახსოვრდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ბავშვები, რომლებიც ომის საშინელებას, თავის თვალით ხედავენ, რამხელა ფსიქიკურ სტრესს განიცდიან, მთელი ცხოვრება არ ავიწყდებათ, სტრესი არ ქრება.

 

Нет описания.

 

ჩვენმა ქვეყანამ, ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის გრდა, ქვეყნის შიგნითაც ომი, გაუტანლობა და გაურკვევლობა გვქონდა. ეს ის თაობაა, რომელმაც უდიდესი დანაკლისი განიცადა.

 

მახსოვს უბნები, სადაც ფოტოებს ვიღებდით, 60 -მდე ბავშვი ვართ გადაღებული 15-16 წლის ასაკში, იმ ბავშვებიდან, მხოლოდ 6-7 -ია დარჩენილი. ჩვენი ქვეყნისთვის, ეს უდიდესი ტრაგედიაა, დღემდე უამრავი ადამიანია ტრავმირებული, ან დაღუპული.

 

Нет описания.

 

როდის დასრულდება კლიპის გადაღება?

 

გადაღებები, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, კლიპის პრეზენტაცია კი, ნოემბერში იგეგმება, რომელიც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. კლიპში სიმღერას ცნობილი რეპერი კაბუ (კახა აბუაშვილი) ასრულებს, „შავი“ ნამუშევარი, უკვე მოვისმინე და აღფრთოვანებული ვარ! კაბუ ასევე მთავარ როლს ასრულებს კინოსიუჟეტში, რომელსაც კლიპში იხილავთ.

 

Возможно, это изображение (2 человека, люди стоят и на открытом воздухе)

 

ასევე ვიხილავთ ბრწყინვალე ახალგაზრდა მომღერალ გიორგი ჩიქოვანს. მინდა აღვნიშნო, რომ კომპოზიტორმა კაკო ვაშალომიძემ, ძალიან საინტერესო მუსიკალური კომპოზიცია შექმნა. ეს არ არის სიმღერა, ეს არის კანტატა.

 

აქ არის რამდენიმე მიმდევრობა რეპი, როკი, ბლუზი, კლასიკა, ნაზავი მუსიკა – ძალიან გამიხარდება, თუ ჩემ აზრს, ჩემი საქართველო გაიზიარებს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს ამ პროექტის დაფინანსებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანია „არდის“.

 

Нет описания.

 

მინდა ყველას მოვუწოდო, დაგვიდგეს გვერდით ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან ომის თემა, ყველას ეხება. ეს, მხოლოდ ჩვენი თემა არ აარის. ომი და სისხლისღვრა, არავის უნდა აწყობდეს, პირველ რიგში ბიზნესმენებს, დაგვიდექით გვერდით.

 

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

 

გეგმები უამრავი მაქვს, მე მაინც, კინოში ვრჩები! ამ კლიპის შემდეგ, ვფიქრობ დავიწყებ დიდ ფილმზე მუშაობას, რომლის სახელწოდებაა „ციცინათელები“.

 

Нет описания.

 

სწორედ, ეს „ციცინათელები“ გაგვინათებენ გზას, რომელსაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია!

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X