
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისა და შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა მუშამ მედიასთან პირველი, მცირე კომენტარი გააკეთა.
„არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს“, – განაცხადა მუშამ მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ სასამართლო შენობის დატოვებისას.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. დღეს საქართველოში გლოვის დღეა. გარდაიცვალა 9 მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















