12:04 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

„არაფერი მაქვს დასამალი „იმ ოპერიდანაა“ ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო” – რუსუდან გოცირიძე

„არაფერი მაქვს დასამალი „იმ ოპერიდანაა“ ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო” – რუსუდან გოცირიძე

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმსახური, რუსუდან გოცირიძე მედიასაშუალებაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

 

„მე არაფერი მაქვს დასამალი „იმ ოპერიდანაა“ ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო“…

 

არავის საქმე არაა მე ვის რას ველაპარაკები, ან რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? რატომ გვგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ვიღაცის „ცოდვებია“ რომლის გამოაშკარავებაც სამარცხვინოა?

 

თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს !“,- წერს რუსუდან გოცირიძე.

 

ვოე, ქართული პოლიტიკის ტაკიმასხარებო! - რომელ ოპოზიციონერებს მიმართავს მაია ნადირაძე
2021-09-15ვოე, ქართული პოლიტიკის ტაკიმასხარებო! - რომელ ოპოზიციონერებს მიმართავს მაია ნადირაძე

 

ცნობისთვის, ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული, სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც.

 

ერთ-ერთი ჩანაწერი მეუფე ნიკოლოზსაც ეხება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ინფორმაციას აწვდიდა“. ამ საკითხზე მან მედიასთან განაცხადა: „ყველამ იცოდა, რომ ამ ადამიანთან (ლოლიტა დანილინასთან) ვურთიერთობდი, სააკაშვილსაც გავაცანი“.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X