
მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე და კარიერაზე ისაუბრა.
„თუ მამაკაცს გულისხმობთ, არავინაა ჩემს ცხოვრებაში, შესაბამისად, პრიორიტეტული არის კარიერა. როდესაც გამოჩნდება, არ ვიცი, რა როგორ იქნება… არაფერს ვნანობ. მოსახდენი უნდა მომხდარიყო. თუ ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, იმასაც ვცდილობ, გავაანალიზო, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვა. მაქვს უნარი, შეცდომები ვაღიარო,“ – ამბობს სალომე ჭაჭუა.
კითხვაზე კი, რთულია თუ არა, მის გვერდით ცხოვრება პასუხობს, რომ – არა.
„ცხოვრებაში რადიკალურად სხვა სალომე ვარ – ბევრად თბილი და მეგობრული. რომ გამიცნობენ, მეუბნებიან, როგორი სხვანაირი ყოფილხარო“.






















