22:53 | 2021-06-10 ავტორი: Prime Time

არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა – ნიკა მელია

არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა – ნიკა მელია

„თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა, მართლა გეუბნებით. არც თავმდაბლობის გარეშე ვაპირებ საუბარს. სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა„,- ამის შესახებ ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

 

ასე დაბნელდა დღეს მზე - უნიკალური კადრები სხვადასხვა ქვეყნიდან (ფოტორეპორტაჟი)
2021-06-10ასე დაბნელდა დღეს მზე - უნიკალური კადრები სხვადასხვა ქვეყნიდან (ფოტორეპორტაჟი)

 

შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ. კერძოდ, არის ვარაუდი, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დააყენებს.

 

 

თუმცა რამდენიმე პარტიამ ენმ-ს კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვა, მათ შორის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი განცხადებით, უნდა შეიქმნას მესამე, “მძლავრი მიზიდულობის ცენტრი”, რომლითაც ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება. მელიას კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს მოქალაქეების ლიდერიც, ალეკო ელისაშვილი.

 

 

მისი თქმით, პა დააყენოს. რაც შეეხება გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს, ის ამბობს, რომ თუ ექნება შემოთავაზება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი უარს არ იტყვის და არც ვინმეს სასარგებლოდ თავის კანდიდატურას მოხსნის.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

ავტორი: Prime Time

X