
უფალმა ინება და ეპიდემიას ავცდით, ჩვენმა ექიმებმა დიდი გამოცდილება მიიღეს.
საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ჩვენი ქართული სკოლა ექიმების, ყოველთვის ღირსეული იყო“ – ასე მიმართა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა მრევლს.
„როგორ შეიძლება ადამიანი იყო მორწმუნე და არ გაიხსენო, რომ ქრისტე შენთვის ჯვარს ეცვა. არამარტო შენთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის და შენც იგივე გააკეთო, როცა გაქვს შესაძლებლობა.
წმინდა გიორგი აწამეს, სიცოცხლე წაართვეს, მაგრამ არაკაცურ ცხოვრებას, ვაჟკაცური სიკვდილი ჯობია ყოველთვის, ღვთისთვის, მეგობრისთვის და მოყვასისთვის თავის დადება ჯობია.
ჩვენი ერი, ამ განსაცდელის ჟამს არ შეუშინდა სიტუაციებს და ბოლომდე ერთგული დარჩა ღმერთის, ჩვენ არავინ განვიკითხოთ, რომლებიც ცდილობდნენ ადამიანები ეკლესიებში არ წასულიყვნენ.
მე ექიმების მესმის, ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეპიდემია თუ იფეთქებს, მივხედოთ მას“, – იქადაგა მეუფე იაკობმა.
ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა გიორგობასტან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა ბოდბის მონასტერში აღავლინა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















