15:34 | 2020-06-22 ავტორი: Prime Time

არანაირ გარიგებაზე არ წავსულვარ – მინდია ლავასოღლის და ექსტრადირებაზე

არანაირ გარიგებაზე არ წავსულვარ – მინდია ლავასოღლის და ექსტრადირებაზე

„კანონიერი ქურდის“ მინდია ლავასოღლის დის, ირინა გორაძის განცხადებით, მისი ძმის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში ბელარუსში ჩატარდება.

 

როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, მისთვის თურქეთის მხარის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

რატომ გაუშვეს თურქეთის ციხეში მყოფი „ლავას ოღლი“ საქართველოს ნაცვლად ბელარუსში
2020-06-22რატომ გაუშვეს თურქეთის ციხეში მყოფი „ლავას ოღლი“ საქართველოს ნაცვლად ბელარუსში

 

„არანაირ გარიგებაზე არ წავსულვარ. ექსტრადირება საქართველოში უნდა მომხდარიყო. ბელარუსში მოხვდა, რადგან ინტერპოლის ძებნილია, იქაც დაგვაკავეს. ამ დროისთვის ბელარუსის პატიმრები ვართ. ვერც ერთ მხარე ვერ ვადანაშაულებ.

 

შეგნება მაქვს, იმიტომ ავიღე კარვები, თურქეთის საკონულოსთან. ამ ეტაპზე იმ მხარესთან მოთხოვნა არ მაქვს.​ ბელარუსში ჩატარდება პროცესი. იურიდიულად გავერკვევი და შემდეგ ისევ გავაგრძლებ. ყველას მოვთხოვ პასუხს სასამართლოს გზით. არ წავსულვარ გარიგებაზე.

 

პროცესს დაველოდებით და იმის მიხდვით იქნება. ექსტრადირებას კიდევ მოვითხოვ. გავერკვევით დეტალებში ვინ დავადანაშაულო. ვის მოვთხოვო პასუხი,“- აცხადებს მინდია გორაძე.

 

ავტორი: Prime Time

X