22:48 | 2020-05-04 ავტორი: თამთა თორდია

არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს! – ინფიცირებული მედიკოსი კორონავირუსისგან განიკურნა

არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს! – ინფიცირებული მედიკოსი კორონავირუსისგან განიკურნა

ახალგაზრდა ინფიცირებული მედიკოსი, დავით შავიშვილი, რომელიც თბილისის მედიცინის ცენტრში, კლინიკა „თიმში” ექთნად მუშაობს გამოჯანმრთელდა.

 

ამის შესახებ შავიშვილმა ,,პრაიმტაიმს” თავად განუცხადა.

 

„დღეს დილით ჩამიტარდა ტესტი და ცოტა ხნის წინ მოვიდა პასუხი, რომელიც არის უარყოფითი.

 

როგორც იცით 24 საათში მეორე ტესტიც უნდა ჩამიტარდეს და პასუხს უარყოფით ველოდები. ამჟამად ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს“,- ამბობს ახალგაზრდა მედიკოსი.

 

შეგახსენებთ, რომ მედიკოსს კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა და იგი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 

ცნობისთის, კლინიკა „თიმი“, სადაც 12 ადამიანი – 2 ექიმი, 5 ექთანი და 5 პაციენტი დაინფიცირდა, დროებით დახურული იყო.

 

კლინიკამ დღეს განაახლა ამბულატორიული პაციენტების მიღება, ხოლო 11 მაისიდან სტაციონარიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

ავტორი: თამთა თორდია

X