18:15 | 2020-09-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“არასდროს დამტოვო, რა” – დაღუპული მსახიობის ცოლი ქმართან მიმოწერას პირველად ასაჯაროებს

“არასდროს დამტოვო, რა” – დაღუპული მსახიობის ცოლი ქმართან მიმოწერას პირველად ასაჯაროებს

11 აგვისტოს ბათუმში “ორბი თაუერსის” საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადმოვარდნილი მსახიობის, ლაშა კუხიანიძის ახლადშერთული ცოლი, მარიამ ჩხარტიშვილი, ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ლაშას ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.

 

მარიამი ქმარს ემოციურ პოსტებს უძღვნის.

 

No description available.

 

“ძალიან, ძალიან შორიდან… არ ვიცი საიდან… მაგრამ ზუსტად ვიცი! იქედანაც კი ახერხებ იმას, რომ მე ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერი გავხადო. ყოველ დღე უფრო მიყვარდები…

 

ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ.

 

ასეთი ტკბილი მყავს. უსასრულო და განუმეორებელი.
ყოველთვის ერთად ვიქნებით ჩვენ. პორტალსაც ისწავლი მჯერა.
გელოდები…” – წერს მარიამი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე.

 

No description available.

 

ლაშა კუხიანიძემ და მარიამ ჩხარტიშვილმა 8 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ახლადდაქორწინებულმა წყვილმა “ორბი თაუერსში” რამდენიმე დღით იქირავა აპარტამენტი. უბედური შემთხვევა კი 11 აგვისტოს დატრიალდა. გამოძიებამ “ორბი თაუერსის” დერეფანში მოთავსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები შეისწავლა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, საბედისწერო დილას, აპარტამენტი დატოვა ლაშას ცოლმა, კადრში ჩანს მსახიობიც, რომელიც მალევე შედის უკან, სასტუმროს ნომერში და კეტავს კარს. მას კარზე უკაკუნებს მარიამი…

 

მსახიობი 26 აგვისტოს 26 წლის გახდებოდა. ბათუმის დრამატულ თეატრში ამ დღეს პრემიერა უნდა ეთამაშა… პრემიერა გადაიდო და მას დასი სექტემბერში ლაშა კუხიანიძის სახელზე ითამაშებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X