01:30 | 2020-05-29 ავტორი: თამთა თორდია

არასდროს პარლამენტის ნდობის რეიტინგი არ ყოფილა ისეთი, როგორიც დღესაა – მდინარაძე

არასდროს პარლამენტის ნდობის რეიტინგი არ ყოფილა ისეთი, როგორიც დღესაა – მდინარაძე

ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამ კრიზისმენეჯმენტის ფონზე შეუძლებელია რაიმე %-იანი შანსიც კი ჰქონდეთ არჩევნების შედეგად და სწორედ ეს არის მათი ქმედებების საფუძველი – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ GORBI-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა.

 

„გორბის“ რეიტინგები: 55% „ქართული ოცნება“, 12% „ნაციონალური მოძრაობა“
2020-05-28„გორბის“ რეიტინგები: 55% „ქართული ოცნება“, 12% „ნაციონალური მოძრაობა“

 

მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე რადგან იცის, რომ არჩევნებში მოგების შანსი არ აქვს, უკვე სხვა, ე.წ. გეგმა ბ-ზე ფიქრობენ.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ აქაც არაფერი გამოუვათ, იმიტომ რომ საზოგადოების მხარდაჭერა კონკრეტულ პარტოებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს რომ თავი დავანებით, არის მშვიდობისკენ, სტაბილიზაციისკენ, განვითარებისკენ და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ როგორც ახლა მოერიეთ კორონავირუსს, ისევე მოვერიოთ რეცესიას, იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც ამ ინფექციამ მოიტანა და რომლის დაბრალება უნდათ ხელისუფლებაზე, მაგრამ ასე არ გამოვა. ყველა ხედავს, მთელ მსოფლიოში ასეა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, არასდროს პარლამენტის ნდობის რეიტინგი არ ყოფილა ისეთი, როგორიც არის დღეს.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X