12:37 | 2021-08-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

12 და 15 წლის დებმა ლეღვის ნახარშისგან სხეულის მძიმე დამწვრობები მიიღეს

12 და 15 წლის დებმა ლეღვის ნახარშისგან სხეულის მძიმე დამწვრობები მიიღეს

ორი არასრულწლოვანი ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. 12 და 15 წლის დები – თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.

 

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20 და 40%-იანი დამწვრობები აქვთ მიღებული.

 

ქაშიბაძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ რუჯის მისაღებად სხეულზე ლეღვის ნახარშის წასმა დაუშვებელია.

 

„გუშინ გამთენიისას ქალაქ ზუგდიდიდან გადმოყვანილი იქნა 2 გოგონა 15 და 12 წლის, დედმამიშვილები. ორივე მათგანს აღენიშნება ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული ქიმიური დამწვრობა. ერთთან არის 20%, მეორესთან არის 40%. ამ წუთისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს ორივეს.

 

ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება და დამწვერობა არის ერთი და იგივე, მას რუჯთან არანაირი კავშირი არ აქვს,” – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X