09:19 | 2021-11-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არასრულწლოვანთა ვაქცინაცია ხელს შეუწყობს უსაფრთხო სწავლას – ბიძინა კულუმბეგოვი

არასრულწლოვანთა ვაქცინაცია ხელს შეუწყობს უსაფრთხო სწავლას – ბიძინა კულუმბეგოვი

მშობლების თანხმობით 12-15 წლის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია, რაც უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი გარანტიაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

„ამის გააზრებიდან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, რომ მოზარდების აცრა, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად, რომ სასწავლო წელი არ ჩაიშალოს და შემდეგი წელიც არ იყოს მხოლოდ ონლაინ, რაც განათლების ხარისხზე მოგეხსენებათ როგორ უარყოფითად აისახება,“- აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

ცნობისთვის, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად იქნება შესაძლებელი.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X