20:03 | 2020-12-03 ავტორი: Prime Time

„არასწორია“ – ზურა ჯაფარიძე ბავშვთა პორნოგრაფიაზე იაგო ხვიჩიას ნათქვამს ეხმაურება

„არასწორია“ – ზურა ჯაფარიძე ბავშვთა პორნოგრაფიაზე იაგო ხვიჩიას ნათქვამს ეხმაურება

„არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“ – ასე ეხმაურება “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე თანაპარტიელ იაგო ხვიჩიას გარშემო ატეხილ სკანდალს

 

ზურა ჯაფარიძეს განცხადება ეხება,ხვიჩიას მიერ რამდენიმე დღის წინანდელ პოსტს, რამაც პარტიის მხარდამჭერებსა და მათ მიღმა დისკუსიები გამოიწვია.

 

კერძოდ, ხვიჩია გამოხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქის დაკავებას ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო:

 

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

 

ზურა ჯაფარიძეს არაერთმა ადამიანმა მოუწოდა პოზიციის დაფიქსირებისკენ, მათ შორის ნინო დარსაველიძემ, თვითონ იაგო ხვიჩიამ, მწერალმა ტორესა მოსიმ და სხვებმა.

 

ჯაფარიძე საბოლოოდ 3 დეკემბერს გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებას ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება არასწორი იყო, თუმცა „არა შინაარსის გამო“.

 

ზურა ჯაფარიძემ მხარდამჭერების კითხვაზე პარტიაში კრიზისთან დაკავშირებით ჯაფარიძემ თქვა: „არაფერი არ ჩამონგრეულა, არც არაფერი ჩამოინგრევა, თუმცა ამ კრიტიკას ვიღებ, რომ არ ვიღებდი მონაწილეობას მენეჯმენტში. იმ დოზით, რა დოზითაც შეიძლება საჭირო იყო და ამ მხრივ ვაპირებ, შევცვალო“.

 

მან წაიკითხა ერთ-ერთი მხარდამჭერის კითხვა შემდეგი ფორმულირებით: „ასეთი გამოხტომები იაგოს მხრიდან როდემდე უნდა გაატაროთ? არ შეცვლით არაფერს“? ჯაფარიძემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

 

„კი, რაღაცებს შევცლით… გამოხტომას ამას ვერ დავარქმევთ. ჩათვალა ადამიანმა, რომ რაღაც პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხზე და გააკეთა. თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო და, შემიძლია, ბევრნაირად ავხსნა, რატომ იყო არასწორი. არა შინაარსის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო. მაგრამ ჰო, კითხვის შინარსი გავიგე და მეც მგონია, რომ ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მოდით, მარტივად დავამთავრებ დღეს ამ კითხვაზე აქ.“

 

კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ერთი პანჩური სჭირდება - კამკამიძე​ ცერცვაძეზე
2020-12-03კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ერთი პანჩური სჭირდება - კამკამიძე​ ცერცვაძეზე

თუმცა შემდეგ კითხვაზე, პორნოგრაფიის მოხმარება არის თუ არა ამ დანაშაულის წახალისება და უნდა იყოს თუ არა დასჯადი, უპასუხა:

 

„თავისთავად მოხმარება, ჩემი აზრით, არ არის. გააჩნია რა შემთხვევაში“-განაცხადა ჯაფარიძემ

 

„ჩვენ, ადამიანები ვართ ცნობისმოყვარე არსებები და მათ შორის ერთ-ერთი, რაც ადამიანების ყურადღებას იზიდავს, არის, რა საშინელება შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. და ეგეთი რაღაცები ჩვენ, ადამიანებს გვაინტერებს. ამიტომ, თუ ადამიანმა ინტერესის გამო რაღაც გადმოტვირთა, რომ ენახა, ან თუნდაც იყიდა, არ მგონია, რომ ცოცხალი ადამიანი ამის გამო უნდა დაისაჯოს…

 

ისევე, როგორც სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. სამეცნიერო კვლევას აკეთებდეს ბავშვთა პორნოგრაფიაზე, რომელიც მერე ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძლაში გამოიყენოს ვიღაცამ. არ მგონია, რომ ამის გამო ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს“.

 

ჯაფარიძე ასევე ამბობს: „შეიძლება, მუღამი ჰქონდეს ვიღაცას, რომ თვითონ ებრძვის ბავშვთა პორნოგრაფიას და ამის გამო შეიძლება იყიდა და გადმოტვირთა, რომ მერე რაღაცნაირად დაუპირისპირდეს, რაღაცნაირად უნდა რომ მერე მთელი თავის ცხოვრება მაგაზე ააწყოს. არც მაგ შემთხვევაში მგონია, რომ უნდა დაისაჯოს“.

 

შეაგხსენებთ, რომ 29 ნოემბერს ზუგდიდში დაკავებულ მოქალაქეს ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.თემას გამოეხმაურა იაგო ხვიჩია და რამაც დიდი დისკუსია გამოიწვია მხარდაჭრეებსა და თანაპარტიელებს შორის.

 

პირველ დეკემბერს, პარტიის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ნინო დარსაველიძემ, ხვიჩიას ნათქვამი მწვავედ გააკრიტიკა და ამის გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევა მოითხოვა.

ავტორი: Prime Time

X